logo.png

თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე თავის გვერდზე წერს:

"საპატრიარქო რომ ხალხს მეორედ მოსვლით აშინებს, იმას რატომ არ ეუბნება, რომ ბოლო ჟამს, როგორც წმ.მამები ამბობენ, ეკლესია გახდება ეშმაკთა შესაკრებელი და მასში (ეკლესიაში) შესვლა არ შეიძლება, რადგან იქ მადლი არ იქნება.
   წმ.ლავრენტი ჩერნიგოველი: ,,ანტიქრისტეს გამეფებამდე ცოტა ხნით ადრე დაკეტილი ტაძრებიც გარემონტდება  გარედანაც და შიგნიდანაც მოაოქროვებენ ტაძრებსა და სამრეკლოების გუმბათებს, ხოლო როცა დაასრულებენ მთავარს, ანტიქრისტეც გამეფდება. ილოცეთ, რათა უფალმა ეს დრო გაგვიხანგრძლივოს განსამტკიცებლად: საშინელი დროება გველოდება. ტაძრების რესტავრაცია ანტიქრისტეს გამეფებამდე გაგრძელდება და არნახული ბრწყინვალება იქნება მათში.

- და ხედავთ, მთელი ეს მზაკვრობა როგორ მზადდება? ტაძრებში გარეგანი ბრწყინვალება იქნება, მაგრამ იქ სიარული არ შეიძლება, რამეთუ მათში უსისხლო მსხვერპლი აღარ შეიწირება. ის იქნება არა ეკლესია, არამედ „შესაკრებელი ეშმაკისაი“ (გამოცხადება 2; 9)! ასეთ ტაძრებში სიარული არ შეიძლება: მათში მადლი არ იქნება.
     წმ. ნიფონტ კონსტანტინოპოლელი

შვილო ჩემო, ქვეყნის აღსასრულამდე არ მოაკლდებიან უფლის წინასწარმეტყველნიცა და სატანის მსახურებიც. უკანასკნელ ჟამს ისინი, ვინც ჭეშმარიტად ემსახურებიან ღმერთს, მშვიდობიანად დაჰფარავენ თავს ადამიანთაგან და არ მოახდენენ მათ შორის ნიშებსა და სასწაულებს, როგორც აწინდელ დროში; არამედ ივლიან იმ მოღვაწეობის გზით, რომელიც სიმდაბლითაა შეზავებული და ცათა სასუფეველში სასწაულებით სახელგანთქმულ მამებზე დიდნი აღმოჩნდებიან; იმიტომ, რომ მაშინ არავინ მოახდენს ადამიანთა თვალწინ სასწაულებს, რომლებიც აღანთებდნენ და განამხნობდნენ ხალხს გულმოდგინე მოღვაწეობისათვის. სამღვდელო საყდრების მპყრობელნი სრულიად გამოუცდელნი იქნებიან მთელს მსოფლიოში და არ ეცოდინებათ სათნოების ხელოვნება; ასეთივე იქნებიან მონაზონთა წინამძღოლნიც, რამეთუ ყველას დასცემს გემოთმოყვარება და დიდებისმოყვარება. ისინი ადამიანთათვის დამაბრკოლებელნი უფრო იქნებიან, ვიდრე სამაგალითონი. ამიტომაც სათნოება კიდევ უფრო მეტად იქნება უგულვებელყოფილი; ვერცხლისმოყვარება იმეფებს მაშინ და ვაი ოქროთი გამდიდრებულ მონაზვნებს, რამეთუ ასეთები იქნებიან საყვედრელნი უფლისათვის და ვერ იხილავენ ცოცხალი ღმერთის სახეს.
     ,,ეკლესიის დიდი ნაწილი აღარ იქნება ეკლესია, იგი ,,ცრუ ეკლესია” გახდება, მიიღებს ანტიქრისტეს, ვითარცა თავის ,,მესიას”, გარდა ჭეშმარიტ მორწმუნეთა ,,მცირე რჩეულთა” _ ამ ,,მცირე რჩეულთ” წუთისოფელი გიჟად შერაცხავს, რადგან არ ჰგვანან მას” (წმ. ნიფონტი).  

   ,,[ბოლოჟამ,] თუმცა, ქრისტეანობის სახელი ყველგან მოისმინება და ყველგან მოიხილვება ტაძრები და საეკლესიო წესნი, მაგრამ ეს _ მხოლოდ გარეგნულად; შინაგანად კი იქნება განდგომილება ჭეშმარიტი. მოდის დრო, როცა უმოქმედო ტაძრებსაც განაახლებენ და აღადგენენ, ...ოქროთი მოაპირკეთებენ გუმბათებსა და სამრეკლოებს; ხოლო როდესაც ყოველივეს დაამთავრებენ, ანტიქრისტეს გამეფების ჟამიც დადგება და ხედავთ, რა მზაკვრულად მზადდება ეს ყველაფერი?! _ ყველა ეკლესია ისეთი დიდებული და კეთილსახიერი იქნება, როგორც არასდროს. მაგრამ მართმადიდებელი ქრისტეანისთვის შეუძლებელი გახდება შიგ შესვლა, რადგან იქ არ შეიწირება უსისხლო მსხვერპლი იესუ ქრისტესი, _ არამედ ის იქნება ადგილი სატანური საკრებულოსი. ანტიქრისტე გამეფდება იერუსალიმის დიდებულ ტაძარში, სამღვდელოთა და პატრიარქთა თანდასწრებითა და მონაწილეობით” (წმ. თეოფანე დაყუდებული, ეპისკოპოსი, XIXს.).

   ,,ეკლესიის წინამძღვართა გულგრილობა… მწყემსთა გულგრილობა, მათი ნივთიერი (მატერიალური) უზრუნველყოფის არაჩვეულებრივ განვითარებასთან ერთად, _ ეს იქნება საეკლესიო ცხოვრების უკანასკნელი მოვლენა. დადგება ასეთი ჟამიც: ეკლესია _ სულიწმინდის მადლის გარეშე, მწყემსნი _ საკთარი თავის მწყემსავნი, ქადაგება _ ოდენ ხმის ბგერები” (წმ. იოანე კრონშტადტელი, XXს.)."

ნანახია: (1629)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას