logo.png

    როგორ აპირებს პუტინის რუსეთი იმპერიის აღდგენას

                                             (ფრაგმენტები სერგეი კლიმოვსკის სტატიიდან)

 


კრემლი ემზადება დიდი სამხედრო ექსპანსიისათვის ბლიცკრიგის ფორმატში. ბლიცკრიგისკენ კრემლს უბიძგებს სისტემური კრიზისი რუსეთის ფედერაციაში, გახანგრძლივებული ომი უკრაინაში და „რაშიზმის“, როგორც იმპერიული იდეოლოგიის ლოგიკა.

 

სსრკ-ის დაშლის შემდეგ მოსკოვს მკვეთრად შეუმცირდა იმ ქვეყნების რიცხვი, ვისთანაც შეუძლია იომოს. მართალია, ზოგიერთები მოსკოვში დღემდე კბენენ საკუთარ იდაყვებს, მოლდავეთის საზღვრებამდე რომ არ შეიჭრნენ უკრაინაში, მაგრამ, მიზეზთა გამო, რუსეთი ჯერჯერობით ეცდება ამ სიიდან უკრაინის ამოღებას, ისევე, როგორც ჩინეთის, აშშ-ის, კსდრ-ის, მონღოლეთისა და იაპონიის; თუ გავიხსენებთ 1939 და 1941 წლებს, ფინეთზე მესამედ თავდასხმას დიდი ენთუზიაზმით ვერ დაგეგმავენ; ნორვეგიასთან საზღვარი რუსეთისთვისაც კი ძალიან ვიწრო და ჩრდილოურია; ერთობ მადის აღმძვრელია შეტევა ესტონეთზე, ლეტუვასა და ლატვიაზე, თუნდაც იმისათვის, რათა დააკვირდნენ - როგორ მოიქცევა  „ნატო“ ასეთ შემთხვევაში. მაგრამ მხედველობაში ექნებათ მისაღები, რომ შედეგები ისეთივე იქნება, როგორიც უკრაინაზე თავდასხმას ახლავს.

 

მეტად პერსპექტიულია ომის გამოცხადება საქართველოსთვის, მით უფრო, რომ 2015 წლიდან ჩრდილოეთ კავკასიაში, ყუბანსა და სტავროპოლის ოლქში ჩამოყალიბდა ძლიერი რუსული სამხედრო დაჯგუფება, მაგრამ საქართველოს აქვს სამხედრო შეთანხმება აზერბაიჯანთან და თურქეთთან, რომელიც „ნატოს“ წევრია. თუმცა, მთლად გარკვეული არ არის, ხელს მოაწერს ამას „ნატო“ თუ არა. საბერძნეთი რომ არ მოაწერს ხელს, ეს ჭეშმარიტებაა. ამიტომ „ნატოც“ თავიდან დიდხანს დაიწყებს ბჭობას, მიუშვებს თვითდინებაზე და საქმეში ჩაერევა მხოლოდ მაშინ, თუ თურქეთი დიდხანს ვერ მოიპოვებს გამარჯვებას.

ბლიცკრიგის წარმატებით განვითარების პირობებში, რუსეთში შეჩერდებოდა ფედერაციის სისტემური კრიზისი, ქვეყანაში შეიქმნებოდა ყირიმულის მსგავსი იმპერიული ეიფორია, რაც მთელ სიტუაციას შეცვლიდა გლობალურად. ბლიცკრიგის წარმატება კრემლს საშუალებას მისცემდა, თავისი ნება ეკარნახა ევროსაბჭოსა და, ნაწილობრივ, აშშ-ზე. რუსეთის მაგალითი უბიძგებდა ჩინეთს და რიგ სხვა სახელმწიფოებს სამხედრო ექსპანსიებისკენ - უსაფრთხოების მთელი  საერთაშორისო სისტემა ჩამოიშლებოდა და თავის ნანგრევებში მოიყოლებდა გაეროს, ისევე, როგორც მეორე მსოფლიო ომმა დაასამარა ერთა ლიგა. ასე რომ, წარმატების შემთხევაში რუსეთი დიდ „კუშს“ მოგლეჯდა, მაგრამ იმდენად დიდია რისკი, რომ წარუმატებლობის განცდისას რუსეთი შეიძლება სულაც გაქრეს მსოფლიოს რუკიდან!

.

აქედან გამომდინარე, კრემლისთვის ბლიცკრიგის ყველაზე უხიფათო მიმართულებაა ბელარუსი და ყაზახეთი.

 

რუსეთი შეეცდება წაართვას ყაზახეთს ჩრდილოეთი ოლქები, რომელთაც ის უწოდებს „სამხრეთ ციმბირს“ და მიიჩნევს, რომ ეს იოლად გაუვა და პასუხს არავინ მოსთხოვს. თუ ამ ოპერაციას და ბელარუსის დასაკუთრებას სწრაფად მოახდენენ - დიდი სისხლისა და მასშტაბური ნგრევის გარეშე - მაშინ ბლიცკრიგის ამოცანა ჩაითვლება შესრულებულად.

 

ამის შემდეგ რუსებს შეუძლიათ შეისვენონ, აიღონ პაუზა და დაიწყონ მზადება ექსპანსიის შემდეგი ეტაპისათვის - იფიქრონ უკრაინაზე, ლატვიაზე, ლეტუვაზე, ესტონეთსა და მოლდავეთზე.

 

მეორე მსოფლიო ომის 75-ე წლისთავის აღნიშვნის წინ ამ ახალ ტერიტორიულ შემომატებებს საკუთარ ხალხს წარმოუდგენენ, როგორც „რუსული სამყაროს“ კვლავ გაერთიანებას ერთიან სახელმწიფოში.

 

მათ მიუმატებენ კიდევ ორ ქვაკუთხედს უკრაინის სტეპებში, ცხინვალის ოლქის 30 ათას მცხოვრებს და აფხაზეთს. შეუძლიათ იურიდიულად მეორეგზის გადაიფორმონ ყირიმი და ხელმეორედ მოახდინონ მისი ანექსია.

 

საბოლოოდ „მოსკოვიას“ კიდევ გადაარქმევენ სახელს, ალბათ „ველიკოროსიად“ და ყოველივე ეს მიიღებს იდეოლოგიურ მტკიცებულებას „რუსული მიწების შემოკრების“ სახელდებით, ხოლო ეს მიწები, მოგეხსენებათ, არის ყველგან, სადაც არიან რუსები!

 

ეს სწორედ ის იდეოლოგიაა, რისი შეტანაც სურს ბოლოდროინდელი ქმედებების მიხედვით ვლადიმერ პუტინს.

 

რუსეთის ფედერაციის გარდაქმნა „ველიკოროსიად“ შესაძლებლობას მისცემს კრემლს, განახორციელოს დიდი ხნის წინანდელი ჩანაფიქრი, ისეთი ეროვნული სუბიექტების გაუქმების თაობაზე, როგორებიც არის, მაგალითად: ადიღე, თათრეთი და მისთ.

 

რუსეთის ფედერაცია ნომინალურადაც კი აღარ იქნება ფედერაცია და მიიღებს უნიტარული სახელმწიფოს ოფიციალურ სტატუსს, იმპერიული ხასიათის მმართველობის ვერტიკალური სტრუქტურით.

 

არავითარი სსრკ-2-ის აღდგენას „რაშისტები“ არ აპირებენ, იმ მიზეზით, რომ ამ შემთხვევაში მათ მოუხდებათ მიიღონ კანონმდებლობა თვითგამორკვევის შესახებ, აქედან გამომდინარე ყველა შედეგებით, ხოლო პუტინს დღემდე ვერ უპატიებია ლენინისათვის, თუ როგორ მოიგონა მან უკრაინა, რითაც ამ გერმანიის აგენტმა ნაღმი შეუგდო სსრკ-ს.

კრემლი დღემდე ითმენს კომუნისტებს იმიტომ, რომ ისინი კეთილსინდისიერად ასრულებენ, მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგ,  მეორე ეკლესიის როლს და არ აცხადებენ პერტენზიას პირველ როლზე.

 

პუტინისტებს სურთ ძველის აღდგენა, ოღონდ არა სსრკ-ის, არამედ რუსეთის იმპერიის, თანაც ისე, რომ მისცენ მას ის, რაც თავის დროზე არ ჰქონია - ერთიანი იდეოლოგია, სწორედ ისეთი, რომლისთვისაც არსებობს ცნებები: „რუსული სამყარო“ ანუ „რაშიზმი“! 

 

http://rada5.com/blogs/43995-sergej-klimovskij-kak-putin-gotovit-rossiyu-k-blitskrigu/

 

 

ნანახია: (1461)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას