logo.png

კითხვა-პასუხს აქვეყნებს დეკანოზი თამაზ ლომიძე: 

"გიორგი შერგელაშვილი:
გამარჯობა მამა თამაზ. როგორ ფიქრობთ სად უნდა გადიოდეს ზღვარი მშობელზე მორჩილებისა და თუნდაც პატისცემისა (მცნებიდან), თუ ისინი, რბილად რომ ვთქვათ ვერ ათვიცნობიერებენ საკუთარ როლს ბავშვების აღზრდაში?
 


Tamaz Lomidze:
ზღვარი იქ უნდა გადიოდეს სადაც ბავშვის სიცოცხლეს და განვითარებას ექმნება საფრთხე. უფლის მცნება: "პატივი ეცი დედასა შენსა და მამასა შენსა" სრულიად არასწორად ესმით. ეს მცნება შვილის ან ბავშვის მონურ ან უსიტყვო მარჩილებას კი არ გულისხმობს პირველ რიგში, არამედ ეს მცნება გულისხმობს (ასე იყო და არის მოსეს რჯულში, საიდანაც გვაქვს ქრისტიანებსაც) უკვე ზრდასრული შვილების ზრუნვის ვალდებულებას მოხუცი მშობლების მიმართ. ეს მცნება ავალდებულებდა ზრდასრულ შვილს, რომ ეზრუნა მოხუც მშობლებზე და არ მიეტოვებინა ისინი ბედის ანაბარა. მითუმეტეს თუ მშობელი მოძალადეა, არავითარი ვალდებულება არა აქვს შვილს მისი ურჯულოების მორჩილებისა. ასეთ შვილებს, ჩვენ, სხვა ქრისტიანებმა და სახელმწიფომ უნდა მივცეთ თავშესაფარი და გავარიდოთ მოძალადე მშობლებს, თუ გნებავთ წავართვათ მათ შვილები, რომლთა სიცოცხლესაც საფრთხე ექმნება და გადავარჩინოთ ისინი. ეს ჩვენი ქრისტიანული მოვალეობაა."

ნანახია: (1502)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას