რევაზ კემულარია
"ზვიად გამსახურდია როცა აუცილებლობა მოითხოვდა, ხალხისადმი მიმართვაში ყოველთვის ხაზს უსვამდა სიტყვა ერს, რადგან სიტყვა ერს განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია...
სადაც ერია, იქაა სამშობლო, სადაც სამშობლოა, იქაა ერიც...ეს ორი სიტყვა ქართველისთვის სულიცაა და გულიც, მთლიანობაში კი მისი ცხოვრების არსი და მრწამსი. ეს ორი სიტყვა მთლიანია და განუყოფელი, რომელიც სამწუხაროდ ბოლო ხანები ჩაანაცვლა სიტყვებმა: ქვეყანა,. ხალხი...
სიტყვა ერი, ერთიანობას, ერთი იდეის გარშემო გაერთიანებას, კულტურის შემქმნელს და საკუთარი სამშობლოს დამცველებს ნიშნავს. ასეთი აზრის მატარებელია სიტყვა სამშობლოც, - კონკრეტულს და ნათელს ხდის ერის დამოკიდებულებას და პასუხისმგებლობას სამშობლოს წინაშე.
სამშობლო, რომელიც გამოხატავს ერის ღირსებას... როგორი სამშობლოც გაქვს, ისეთია ერიც და პირიქით, როგორი ერიცაა, ისეთია მისი სამშობლოც.
დღეს კი ერი გახდა ხალხი, სამშობლო კი ქვეყანა...
ყველაფერი განზოგადა და სიმტკიცეც მოირღვა."
წერს რევაზ კემულარია
ნანახია: (1429)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას