"როგორც ყვავების გუნდი ჩამოჯდება ხოლმე ხეზე და ერთბაშად იწყებენ ყრანტალს, ისე ჩამოსხდებოდნენ ჯერ დემოკრატიისა და მერე თავისუფლების მაძიებელი ე.წ. ჟურნალისტები ტვ-რადიო მაუწყებლობის შენობის წინ კიბის საფეხურებზე და გაჰკიოდნენ, - ჩაუსესკუ, ჩაუშესკუ - ს....
ხელში ეჭირათ საქართველოს პრეზიდენტის დამამცირებელი წარწერით პლაკატები და მისი ხელისუფლებაში ყოფნის დღეებს უთვლიდნენ...
ვის არ ნახვდით აქ, დაუღლელად აქტიურობდნენ კომუნისტი ვალერი კვარაცხელია, პროფესორი ნოდარ ლომოური, პროფესორი ლევან ღვინჯილია და სხვა ე.წ.იმ დროისთვის ცნობადი სახეები...
სამწუხაროდ, ტელევიზიაში მისულმა პირადად მე ვნახე ვახტანგ კიკაბიძე კიტოვანთან, სიგუასთან და ნოდარ ნათაძესთან ერთად შენობის მეორე სართულის დერეფანში...
მე იქ იმიტომ აღმოვჩნდი, რომ პრეზიდენტის დავალებით ვიდეო კასეტა უნდა გადამეცა გადაცემისთვის, სადაც ჩაწერილი იყო ე.წ. ოპოზიციის საქმენი საგმირონი...
რა თქმა უნდა, ეს ჩანაწერი არ გაუშვიათ ეთერში, რადგან უკვე ტელევიზია, ოკუპირებული ჰქონდათ რუსეთის აგენტურის მიერ წახალისებულ არამარტო ტელევიზიის თანამშრომლებს...
დიდი სიამაყით გაისმოდა ისევ ძახილი, - ჩაუშესკუ, ჩაუშესკუ.
და ეს ყორნები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ დაწყებულიყო საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ჩამოშლისა და ნგრევის პროცესი. მიაღწიეს კიდევაც.
ამ პოსტს არ დავწერდი ერთი გარემოება რომ არა...
როცა პარტია დეპუტატობის კანდიდატებად წარადგენს ისეთ ადამიანებს, რომლებიც ზარბაზნებს გვესროდნენ, გკვლავდნენ, გვხოცავდნენ, უდიდესი წვლილი მიუძღვით კანონიერი ხელისუფლების დამხობაში, ერის გენოციდში, ერის გაღატაკებაში, გეკითხებით, როგორ უნდა მაიძულოთ, რომ ასეთ ადამიანებს მხარი დაუჭირო არჩევნებში? ან როგორ უნდა მივცე იმ პარტიას ხმა, რომელმაც ეს ადამიანები წარადგინა დეპუტატობის კანდიდატებად?
ნება თქვენია, მე პუტჩისტებს არ ვირჩევ!!!
ჩვენ არაფერი დაგვიწყებია, ყველაფერი გვახსოვს და გვტკივა!!! "
წერს რევაზ კემულარია
ნანახია: (1192)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას