logo.png

 

George Tiginashvili

 

"ეკლესიის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი ცოცხალი ორგანიზმია, მასში მუდმივი დინამიკა და ზეაღსვლაა და არა სტატიკური გამყინვარება. ეკლესია განახლებებს და თანამედროვე გზებს ეძებს, მაგრამ ძველი და გამოცდილი მასალით, რომელიც მარადიულია და დროში განუსაზღვრელი. შესაბამისად ის აახლებს არა იმას, რაც სივრცესა და ყოფიერებაში დაუსრულებლია, არამედ იმას, რაც ადამიანის სიცოცხლის საზრისის დანახვისათვის არის საჭირო, ანუ დამოკიდებულებებს. თუმცა ამ "ნოვაციაშიც" ის საკუთარ ონტოლოგიურ საწყისებს და მის ცოცხალ ბუნებას ემყარება, ე.ი. კი არ იგონებს, არამედ გვახსენებს იმას რაც უჭკნობია. რა არ ჭკნება? სიყვარული ღვთისა ჩვენდამი, რომელიც აკრიბიულ წესრიგთან ერთად იკონომიის წყალობასაც არ გვაკლებს. ამიტომ დღევანდელ ადამიანს, რომელსაც ღვაწლის აღება უკვე თითქმის აღარ შესწევს, ნუგეშად აქვს აღსარება, ანუ წრფელი აღიარება საკუთარი უძლურებისა. ამდენად ცხონება მაინც უფლის მიერ ნაჩუქარი მადლის მეშვეობით მოიპოვება და არა მორალისტური, რიგორისტული თუ მხოლო ოდენ რიტუალური წყაროთი. სინანულიც მდგომარეობაა და არა რიტუალური წესი.

აღიარება, სხვისადმი თანაგრძნობა და უკეთესობის სურვილი გადაგვარჩენს..."

წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

ნანახია: (1122)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას