logo.png

 

           იზა გიგოშვილი - დევნილი სიმართლისათვის

 

           (ციკლიდანსამშობლოს ერთგული ქართველი ქალები“)

 

16 თებერვალი იზა გიგოშვილის დაბადების დღეა.

ცნობილი პუბლიცისტი, რეზო შატაკიშვილი იგონებს თავის ადრეულ ინტერვიუს მსახიობთან და შეკითხვას:

ქალბატონო იზა, ვინმემ რომ გკითხოთ, ვინ ხარო, რას უპასუხებდით?“, რომელზეც  იღებს პასუხს მსახიობისგან:

ალბათ, უბრალოდ, რომმე ვარ ქართველი“. ჩემმა მშობლე­ბმა სამშობლო გეოგრაფიულად კი არა, სულიერად შემაყვარეს და მე სხვაგვარი პასუხის გაცემა არ შე­მიძლია.

იმავე ინტერვიუში არის ამ „ქართველობის“ ჭეშმარიტების დამადასტურებელი ეპიზოდები მსახიობის ცხოვრებიდან, სახელდობრ, ეროვნული ღირსებით ნათამაშევი როლი „კავკასიური ცარცის წრიდან“:

პირველად საარბრიუკენში გავედით, 30 წუთი გვიკრავდნენ ტაშს, სცენაზე ამოვიდ­ნენ გერმანელი მსახიობები. ვეტეკი­ნდმა, როგორც სპექტაკლში ვყავარ აყვანილი სიმონ ჩაჩავას, ისე ამიყვა­ნა ხელში და ნახევარი საათი მხარზე ვეჯექი. რამდენი ვეხვეწე, მაგრამ არ ჩამომსვა. აი, მაშინ რომ დამთავრებულიყო ჩემი შემოქმედება, მაინც ბედნიერი ვიქნებოდი

სერვანტესის საერთაშორისო ფესტივალის დროს ზეთებში იბეჭდებოდა ჩემი დიდი ფოტოები და წერდნენ, რომ გრუშე იყო ფესტივალის დედოფალიგე­რმანიაში გასტროლების დროს გერმ­ანელმა მსახიობმა ქალმა მომაკითხა სასტუმროში და ბავშვი დამაკავებინა ხელში, ბავშვი ატირდა და დაბრუნება დავაპირე, მაგრამ არ გამომართვა, მითხრა, გუშინ სპექტაკლზე ვიყავი, ქართველებს დიდი მადლი გაქვთ და მინდა ჩემს შვილზეც გადმოვიდესო.

პირველ სკოლაში მესამეკლას­ელებს დააწერინეს საკონტროლო – „რომელი მსახიობი მოგწონთდა ერთმა მოსწავლემ სულ ორი ფრაზა დაწერა: „ვნახეკავკასიური ცარცის წრედა დედიკო უფრო შემიყვარდა“. მეგობრებმა თეატრსა და თეატრს გარეთ, „კავკასიურისშემდეგ ბავშ­ვები აიყვანეს…“

ინტერვიუ გრძელდება კვლავ სახასიათო მოგონებით:

იზა გიგოშვილს გრუშე უკვე ნა­თამაშევი ჰქონდა, უკვე სახელოვანი არტისტი იყო, როცა დემონსტრაცია­ზე გამოვიდა პირველადქართული ენის დასაცავად. თამარ ბუკიას რო­მანგაცვლაში“, სადაც ცალკე თა­ვი ეთმობა 14 აპრილის მოვლენებს, ვკითხულობთ, რომ სწორედ მაშინ, როცა გამომსვლელები გაჩუმდნენ და ედუარდ შევარდნაძის საბოლოო სიტყვას ელოდნენ, „ჩოჩქოლი გაისმა, და უცებ ისარივით გამოვარდა ხალხ­ის ჯგუფიდან ახალგაზრდა მსახიობიიზა გიგოშვილი, იგი ფეხის ტერფ­ებით ეჭირათ ბიჭებს. აი, ამთვით­ნაკეთიტრიბუნიდან გაისმა ირაკლი აბაშიძის ლექსიხმა კატამონთან“, რომელსაც იზა კითხულობდა. არ ვი­ცი, რამდენი ათეული ათასი კაცი იდგა იქ, იმ მოედანზე, მაგრამ ხალხმა სუნთქვაც კი შეაჩერა, რათა ლექსის მოსმენაში არ შეშლოდათ ხელი“.

ქართული თეატრის მარადიული გრუშე, - ასე აფასებს პუბლიცისტი ხელოვანის პიროვნებას და განაგრძობს იზა გიგოშვილი მუდამ სკანდალური პერსონა იყო, თავისი არტისტული გაქანებითაც, არაორდინალური ქმედებებითაც, პირადი ცხოვრებითაც. მასზე ლაპარაკი უყვარდათ სკანდალის მოყვარულებსაც და არც თავად სძულდა სკანდალები... სკანდალები ახლდა მის პირად ცხოვრებას, სკანდალები ახლდა მის პოლიტიკურ პოზიციასროდესაც ის მხარს ზვიად გამსახურდიას უჭერდა.

ცხადია, სკანდალი იყო მსახიობისაგან ზვიად გამსახურდიას მხარდაჭერა!

ოთარ ჩხეიძემ რომანი დაწერა - „არტისტული გადატრიალება“, არტისტებზე დაწერა - ვინც საძირკველში ედგა ქართულ კრიმინალურ ინტელიგენციას, რათა ხერხემალში გადაეტეხა ძლივს ბორკილდამსხვრეული ქვეყანა. და ამ არტისტულ საზოგადოებაში იზა გიგოშვილი გამორჩეული პერსონა იყო, ვინც დრაკონზე გამარჯვებულ პირველ პრეზიდენტს ედგა გვერდში და ეროვნულ მოძრაობ უჭერდა მხარ.
ხოლო მას შემდეგ, რაც დაემხო ეროვნული ხელისუფლება, იმის გამო, რომ იზა გიგოშვილი შევარდნაძის მოძალადე ხელისუფლებას არ აღიარებდა, მსახიობს თეატრში პრობლემები შექმნეს და აიძულეს თეატრიდან წასულიყო.

მის თავს გადახდილი,  არ იყო ოდენ ავი ბედისწერა - ეს გახლდათ დიდი შემოქმედის არჩევანი, რომელიც მას სიჭაბუკეშივე ჰქონდა გაკეთებული და რასაც მან ჯერ კიდევ 1989 წლის 9 აპრილს საკუთარი ჯანმრთელობა შესწირა, როცა საქართველოსთვის იმ ტრაგიკულ ღამეს მოიწამლა, სერიოზულად შეერყა ჯანმრთელობა, რაც საბოლოოდ მისი გარდაცვალების მიზეზიც გახდა.

ხოლო თუ რა მრწამსი და რისი რწმენა ასაზრდოებდა მარადიულ გრუშეს, ამის შესახებ ჰყვება მისი მეუღლე მერაბ თავაძე:

1989 წელს, როცა ჩვენ ის საშინელება დაგვემართა, რომელსაც 9 აპრილი ერქვა, ჩემს მეუღლე იზა გიგოშვილს გაუჩნდა აზრი, რომ ეს უდიდესი ტკივილი რაღაცით ქართველ ერს უნდა მოენანიებინა. დაიჩემა, ეტყობა, რაღაც ცოდვა გვაწევს მხრებზე და უნდა მოვინანიოთო.

ამ აჩემებას წინ ერთი უცნაური ამბავი უძღოდაჩვენ ვცხოვრობთ ვაკეში, კავსაძის ქუჩაზე, ჩვენი სახლი ისე დგას, ერთი მხარე უყურებს დასავლეთს და ბინის მეორე ნაწილი უყურებს აღმოსავლეთს. ერთხელ, როცა სახლში მოვედი, იზამ მითხრა, მერაბ, ისეთი საოცრება ვნახე: დასავლეთიდან ცაზე მაღლა მოფრინავდა ნელა უზარმაზარი ვარდისფერი მანდილი, ვიფიქრე, მეჩვენება. გადავჭერი მთელი ბინა, გავედი მეორე მხარეს და დავინახე, რომ ეს მანდილი გადმოფრინდა და მოდიოდა და მიფრინავდა. მაშინ მივხვდი, რომ რაღაც მისია მაკისრია, რომელიც აუცილებლად უნდა გავაკეთოო. ეს ყველაფერი 9 აპრილის შემდეგ მოხდა. ალბათ ეს იყო მიზეზი, რის გამოც იზამ დაიწყო სწრაფვა იერუსალიმში წასვლისკენ. თვითონ გადაწყვიტა, ფეხით წავალ თბილისიდან იერუსალიმამდეო. რა თქმა უნდა, ეს იდეა ჩვენ უტოპიურად ჩავთვალეთ.

რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვჯეროდა, არა იმიტომ, რომ უნდა წასულიყო მარტო და თანფეხით. იზა 9 აპრილს იმდენად სერიოზულად იყო მოწამლული, რომ მისი დაღუპვის მიზეზი ის მოწამვლა გახდა. ბევრი ვეცადეთ, რომ უარი ეთქვა ამ განზრახვაზე, მაგრამ ის ძალიან მყარად იდგა თავის აზრზე და თქვა, მაინც წავალო. მე და ჩემი ოჯახი ვამბობდით, მოდი, საქართველოში გავიაროთ ფეხით, ვნახოთ, როგორ შევძლებთ და მერე წავიდეთ იერუსალიმშიო, მაგრამ იზას ურყევი იდეა ჰქონდა და დაგვარწმუნა, რომ ამ მოვლენას საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა ექნებოდა. ჩვენც დავიწყეთ სერიოზული მზადება. გადაწყდა, რომ 1990 წელს ფეხით უნდა წავსულიყავით იერუსალიმში, ჩავრთე ჩემი მეგობრები, რომლებმაც დიდი ინტერესი გამოიჩინეს ამ იდეის მიმართ.

5 თვე გვქონდა პილიგრიმული ექსპედიცია. მოვიარეთ ტაო-კლარჯეთის ქართული ეკლესია-მონასტრები, ვიყავით ათონის მთაზე, საბერძნეთიდან გვინდოდა ქრისტეს გზით სინაიდან შესვლა ისრაელში, მაგრამ ეგვიპტემ არ შეგვიშვა, გვითხრეს, ძალიან ბევრი ტერორისტული აქტი ხდება, ისრაელში მიბრძანდებით და ამის გამო თქვენი უსაფრთხოება დაცული არ იქნებაო. იძულებულები გავხდით, უკან დავბრუნებულიყავით, სირიაში ვიყავით, კიპროსზე დავბრუნდით, იქიდან გადავედით ისრაელში და ფეხით მივედით გოლგოთამდე.

როდესაც იზა ფეხშიშველა მიდიოდა მთელი გზა თბილისიდან იერუსალიმამდე, ეს იყო ნამდვილი სასწაული. მას ფეხსაცმელი არ ჩაუცვამს და არანაირი პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არ შექმნია. ჩვენი ჯგუფის არც ერთ ადამიანს არაფერი დამართნია. გაციება რა იყო, ისიც არ ვიცოდით. ამხელა გზაზე მანქანაც კი არ გაგვფუჭებია. ხუთი თვის მანძილზე გვეძინა მიწაზე, კარვებში, წვიმაც იყო, განსაკუთრებით, თურქეთის მხარეს, მაგრამ ავად არ გავმხდარვართ.

იზა იყო იდეური ადამიანი, იერუსალიმში ფეხით ჩასვლა მისი იდეა იყო და ბოლომდე მიიყვანა თავისი ჩანაფიქრი.”

( https://artinfo.ge)

 

ნანახია: (2300)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას