logo.png

თხრობანი ანბანური პატერიკიდან - აბბა ანტონის შესახებ

"აბბა ანტონი ამბობდა: "ვფიქრობ, ადამიანის სხეულში არსებობს ბუნებრივი, თანდაყოლილი მოძრაობა, რომელიც სულის ნება-სურვილს ემორჩილება, მას ვნება არ ახლავს. არსებობს მეორე მოძრაობაც, რომელიც ზედმეტი საკვებითა და სასმელით გამოწვეული სხეულის გახურებას ახლავს. ამიტომაც ამბობს მოციქული: "ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე" (ეფ. 5. 18). უფალმაც თავის მოწაფეებს ასევე უანდერძა: "ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთრვალობითა" (ლუკ. 21. 34). იმათში, ვინც ღვაწლშია, არსებობს კიდევ ერთი მოძრაობა, რომელიც დემონთა მზაკვრობითა და შურითაა გამოწვეული. ასე რომ, უნდა ვიცოდეთ, რომ სხეულში სამგვარი მოძრაობა არსებობს: ერთი ბუნებრივი, მეორე უზომო კვებისაგან და მესამე დემონებისაგან "

მოამზადა დეკანოზმა ზურაბ მჭედლიშვილმა

ნანახია: (1140)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას