logo.png

Badri Shelia

 "„... ჩვენ სათანადოდ ვერ შევაფასეთ ვლადიმერ პუტინი და მისი ანტიპათია, მისი პირადი, ღრმა სიძულვილი შეერთებული შტატების და თავად ნატოს მიმართ. ასე რომ, ჩვენ შესაძლებლობა გავუშვით - საკმარისად ძლიერი რეაქცია არ გვქონდა არც ეკონომიკური სანქციების თვალსაზრისით და არც სამხედრო ტექნიკით თუ ტრეინინგებით დახმარების მხრივ, იმისთვის რომ დავრწმუნებულიყავით იმაში, რომ დანარჩენი საქართველო რუსეთისთვის ისეთი რთული სამხედრო პრობლემა გაგვეხადა, რომ ის სხვა ვერაფერს გაბედავდა. ვფიქრობ, ასე რომ მოვქცეულიყავით, უკრაინის ტრაგედია არ მოხდებოდა,“ - აშშ-ს საზღვაო ძალების გადამდგარი ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი.

P.S. საქართველოში შეჭრის დროს რუსეთმა პირველად გამოიყენა ჰიბრიდული ომის მეთოდები, რომლებიც მოგვიანებით დახვეწა.

მეგობრებო, როცა ჰიბრიდულ ომს გავიძახი ყველგან, ამოჩემებული არ მაქვს. 2008 წელს რუსების სამხედრო თავდასხმიდან დღემდე ჩვენ რუსული ჰიბრიდული ომის გავლენის ქვეშ ვართ. ჰიბრიდული ომი არის მეოთხე თაობის ომი, რომელშიც წაშლილია ზღვარი ომსა და პოლიტიკას შორის, ჯარისკაცსა და სამოქალაქო პირს შორის. ეს არასტანდარტული ომის ფორმაა, სადაც სახელმწიფო თითქმის ყოველთვის კარგავს ომზე მონოპოლიას. ჰიბრიდული ომი მოიცავს ნებისმიერი სახის ომს და ახასიათებს კომპლექსურობა და გრძელვადიანობა, ტერორისტული, არაკონვენციური ტაქტიკის გამოყენება, არა-სახელმწიფო ორგანიზებულ ჯგუფთა მონაწილეობა, ფსიქოლოგიური ომის მეთოდების გამოყენება, მედიითა და კანონმდებლობითაც კი მანიპულირება, ზეწოლა ყველა საშუალებების გამოყენებით, როგორიცაა პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სამხედრო. ამიტომ ჩვენი პოლიტ-ელიტა განსაკუთრებით უნდა ინტერესდებოდეს ჰიბრიდული ომის საფუძვლებით, რათა სწორი სტრატეგია შემუშავდეს თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად.

15-20 წელიწადში მეხუთე თაობის ომები დაიწყება. მეხუთე თაობის ომები გაცილებით უფრო რთული იქნება, ეს ომები პირდაპირ კავშირში იქნება ხელოვნურ ინტელექტთან, კოსმოსურ ძალებთან და შესაძლებლობებთან. ჩვენ აქედანვე თუ არ შევქმნით საფუძველს რომ სწორი მიმართულებით ვიაროთ, მომდევნო თაობის ომის პირობებში რომელიმე ზესახელმწიფოს ,,წიაღში" ჩავიკარგებით... "

ინფორმაციას აქვეყნებს ბადრი შელია

 

 

ნანახია: (1690)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას