logo.png

 

წმ. იოანე ოქროპირის  სიტყვა ახალ წელთან დაკავშირებით

''...ეტყვის უფალი მოციქულსა, ვითარმედ: შენ ხარ კლდეი, და ამას კლდესა ზედა აღვაშეინო ეკლესიაი ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი არა ერეოდიან მას, და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაისანი, და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, იყოს იგი კრულ ცათა, და რომელი განჰხსნე ქუეყანასა ზედა, იყოს იგი ხსნილ ცათა შინა. აწ უკუე ვერ ერევიან ბჭენი ჯოჯოხეთისანი ეკლესიასა, რამეთუ დამყარებულ არს კლდესა ზედა, არა რომელსამე კლდესა, არამედ ამას, რომელსა პეტრე იტყვის, ვითარმედ: შენ ხარ ძე ღმრთისა ცხოველისაი. და რომელსა პავლე იტყვის, ვითარმედ: კლდეი იგი იყო ქრისტე.

აწ უკუე რომელმან აღაშენოს სახლი თვისი ამას კლდესა ზედა, რავდენმეღა თუ იყვნენ წვიმანი, და წარმოეცნენ მდინარენი, და ქროდიან ქარნი და ეკუეთნენ სახლსა მას, ვერ დაეცეს, რამეთუ დამყარებულ არს იგი კლდესა ზედა და აღშენებულ არს საფუძველსა ზედა მოციქულთასა და წინაწარმეტყუელთასა, რომელსა თავ საკიდურთა არს ქრისტე იესუ; ხოლო რომელი ორგულებით შებრკოლდეს ბოროტად მადიდებლობითა, მან ისმინენ ნაცვალი იგი, რამეთუ აღაშენა სახლი თვისი ქვიშასა ზედა, და ვითარცა იწყო წვიმად, და აღდგეს ნაღუარევნი, და ანქრევდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და დაეცა, და იყო დაცემაი იგი დიდ. რამეთუ იტყვის: აჰა დავსდებ სიონს შინა ლოდსა დაბრკოლებისასა და კლდესა საცთურებისასა, და ყოველსა რომელსა ჰრწმენეს, არასადა ჰრცხუენეს; ყოველსა რომელსა დაეცეს, განინქრიოს იგი და რომელი ეკუეთოს, შეიმუსროს იგი.

ამისთვის უკუე მოციქული საღმრთოისა მის ხილვასა ქადაგებს და იტყვის: რამეთუ არა მეცნიერებისა ზღაპართა შეუდეგით და გაუწყეთ თქუენ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი ძალი და მოსლვაი, არამედ თვით ვხედავდით მისსა მას სიმდიდრესა.

რამეთუ მოიღო ღმრთისაგან და მამისა პატივი და დიდებაი, ხმაი, რომელი მოიწია მისა ესევითარისაგან დიდად შუენიერისა დიდებისა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი. და ესე ხმაი ჩუენ გუესმა ზეცით გამოსრული, მას თანა რაი ვიყვენით მთასა წმიდასა. იტყვის, ვითარმედ: ''მის თანა რაი ვიყვენით''; არა თუ მარტოი დაამტკიცებს, არამედ იცნის მის თანა ჭეშმარიტნი იგი მოწაფენი, რამეთუ იაკობ არს ნეტარი იგი მოციქული და მარტვირი, რომელი ჰხედვიდა და ესმოდა, რომელმანცა ამის ჭეშმარიტისათვის წარუპყრა ქედი თვისი მახვილსა ჰეროდეისსა. რამეთუ ეხსენა ჭეშმარიტი იგი აღთქუმაი, რომელი აღუთქუა უფალსა თვისსა, რამეთუ ჰრქუა: მიძლავს სასუმელი, რომელი შენდა შესუმად არს.

რამეთუ იოვანე არს საყუარელი იგი მოწაფეი და ღმრთის-მეტყუელი, რომელი მიეყრდნა მკერდსა მისსა და აღმოივსო სიღრმისაგან სარწმუნოებისა გული მისი და წამა ჭეშმარიტი, ვითარმედ: ვიხილე დიდებაი მისი, დიდებაი ვითარცა მხოლოდ-შობილისაი მამისა მიერ სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა''.

წმ.იოანე ოქროპირი. ''ფერსცვალებისთვის''

მოამზადა გელასი აროშვილმა

ნანახია: (1386)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას