logo.png

 

"ხიბლშია ის, ვინც ფიქრობს, რომ წინამძღვარი არ ჭირდება და იმედს მხოლოდ თავის თავზე ამყარებს; ეგვიპტიდან გამოსულებს წინამძღოლად მოსე ჰყავდათ, ხოლო სოდომს განრიდებულთ – ანგელოზი.

მოძღვარი უნდა ავირჩიოთ ჩვენი ვნებების ხარისხის შესატყვისად და მივენდოთ მას. თუ თავშეუკავებელი და ავხორცობისკენ ხარ მიდრეკილი, მაშინ მასწავლებელი შენი მესაგრე და საკვების მიღებაში ულმობელი უნდა იყოს. და არა სასწაულთმოქმედი და ისეთი, რომელიც მზადაა ყველა შეარიგოს და ტრაპეზით უმასპინძლოს. თუ ქედმაღლობით გამოირჩევი, მაშინ მოიძიე მკაცრი და არდამთმობი მოძღვარი და არა უწყინარი და კაცთმოყვარე – არ უნდა ვეძებდეთ წინასწარმეტყველ და ნათელმხილველ მოძღვარს, არამედ უწინარეს ჩვენი ზნის და სულიერი უძლურების შესაბამის თავმდაბალ და ბრძენ მასწავლებელს.

სულს, რომელიც ქრისტესთვის, სიყვარულით და რწმენით სისხლის უკანასკნელ წვეთამდე არის მიჯაჭვული თავის მოძღვარს, არ განეშორება მას და განსაკუთრებით, თუ მისი მეოხებით განიკურნება წყლულებისგან, ახსოვს სიტყვები: „არცა ანგელოსთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, …არცა სხვამან დაბადებულმან შემიძლოს ჩვენ განყენებად სიყვარულსა ღმრთისასა, რომელ-არს ქრისტე იესოს მიერ, უფლისა ჩვენისა“ (რომ. 8,38-39). თუ კი სულმა არ შეიყვარა, არ დაიმკვიდრა, არ მიეკრა მოძღვარს და მოძღვართან თვალთმაქცურ მორჩილებაშია, მაშინ გასაკვირია თუ ასეთი სული ამაოდ არ იღწვის.

როცა მოძღვარი გამუდმებით გამხელს, და შენ შეიგრძნობ, რომ შენ მეტად გიყვარდება და მეტი რწმენა გიჩნდება მისდამი, იცოდე, სული წმიდა შეუცნობლად დამკვიდრდა შენში და ძალი მაღლისა გეწვია შენ."

ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)

მოამზადა დეკანოზმა ზაქარია ფერაძემ

ნანახია: (1383)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას