ქრისტიანი სირიელი ისტორიკოსის - ბარ ჰებრეუსის საოცარი ცნობები გიორგი მესამის შესახებ:
,,იმ ხანებში მეფე გიორგიმ, იბერიის მეფემ მძვინვარედ მოაოხრა არაბთა ქვეყნები, და ბევრი არაბი წაიყვანა ჯაჭვით მასთან, მოსულის (ერაყის) ვეზირმა ჯამალ ად დინმა, მართალმა და ძალიან მოწყალე კაცმა, ვისაც ჰქონდა აგებული სასნეულოები ავადმყოფთათვის ბევრ ქალაქში სირიიდან და სპარსეთიდან ინდოეთამდე, და ჰქონდა უხვად უზრუნველყოფილი ყველა საჭიროებით, მოინდომა გაეთავისუფლებინა არაბი ტყვეები იბერიელთა ხელიდან, და ვინაიდან მან იცოდა, რომ მაფრიანი (მთავარეპისკოპოსი) იყო ძლიერი კაცი სიტყვით და საქმით, მან შეარჩია იგი და გაგზავნა სხვა არაბებთან ერთად ელჩად გიორგისთან, როდესაც ისინი ჩავიდნენ იბერიაში, მეფეს უთხრეს, რომ ელჩები იყვნენ მოსული სირიიდან: ამ ქვეყნის მთავარეპისკოპოსი, ორი ეპისკოპოსი და ზოგი არაბი, მეფე გააოცა ამ ამბავმა, და გამოვიდა რომ შეხვედროდა მაფრიანს და მათ, ვინც იყო მათთან, მიიღო ისინი თავის სასახლეში და პატივი სცა, მოათავსა ისინი თავის საცხოვრებელთან და ეკლესიებში სადაც იმსახურებდნენ და აღნიშნავდნენ დღესასწაულს, რადგან მათი ჩამოსვლისას იყო ნათლისღების (განცხადების, ეპიფანიის), დღე.
მეფემ აღასრულა მაფრიანის სათხოვარი და გაათავისუფლა არაბი ტყვეები, სანამ მოციქულები გამოსყიდნენ სხვებს, მაშინ მეფე გიორგიმ გააყოლა მათ უკან თავისი ელჩები, საჩუქრებით მოსულის ხელისუფლებისათვის, ისინი დაბრუნდნენ დიდი სიხარულით მოსულში, იბერიელთა ელჩები ატარებდნენ თავიანთ ჯვრებს კვერთხის თავებზე.
ეს იყო ნუგეში ყველა ქრისტიანისათვის".
ამ მოვლენას ადგილი 1161-წელს ჰქონდა.
წერს ისტორიკოსი ბექა ჭიჭინაძე
ნანახია: (1331)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას