logo.png

 

Giorgi Geguchadze

"მართალია მეუფე იაკობი. ის თავისი ცხოვრებით გვასწავლის თუ როგორი არ უნდა ვიყოთ...

ამასვე აკეთებს ,,პატრიარქი." თავისი ცხოვრებით მან გვასწავლა, რომ პატრიარქი/სასულიერო პირი არ უნდა იყოს მინიმუმ იმ ქვეყნისა და ერის მოღალატე და დაუძინებელი მტერი, რომელმაც მას ყველაფერი მისცა და უკიდეგანოდ შეიყვარა.

ასევე, მან გვასწავლა, რომ პატრიარქი/სასულიერო პირი არ უნდა იყოს უცოდინარი, სიზმრებს აყოლილი მეზღაპრე და მასზე არ უნდა არსებობდეს კომპრომანტები. არ უნდა იყოს არც ჰომოსექსუალი და არც მრუში, არც ანგარი და არც ... მრავალი შეიძლება დაიწეროს. რა ამოწურავს მისი ,,უწმინდესობის" ,,საგმირო" საქმეებს!"

წერს თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე

 

შეგახსენებთ, რომ  ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ფერისცვალების დღესასწაულზე იქადაგა: 

"ყოველ წელს გვაქვს არჩევნები და არჩევნებზე და არჩევანზე იმდენს არ ვფიქრობთ, რამდენადაც მთელი წელი ერთმანეთს ვლანძღავთ. რას მივიღებთ მერე? მივიღებთ, რომ შემდეგ, მეორე წელს ისევ გავლანძღავთ, მესამე წელს ისევ გავლანძღავთ, მეოთხე წელს და ასე შემდეგ – 30 წელია ერთ წრეზე დავდივართ.

ისინი არიან ძალიან სუსტი ადამიანები, რომლებსაც ბოდიშის მოხდა არ შეუძლიათ და იმის აღიარება, რა დანაშაულებიც აქვთ ჩადენილი. საშინელი დანაშაულები ღვთის თუ ერის წინაშე.

შევუნდოთ და მივუტევოთ, იმის უფლება მაინც აღარ ექნებათ მერე, რომ გამოვიდნენ და კიდევ რაღაცები მოგვახვიონ თავს. გავაკეთოთ წესიერი არჩევანი. ჩვენი არჩევანი, ქართველი ერის არჩევანი ქრისტე და ქრისტიანობაა ხომ?

რადგან მიწაზე ვცხოვრობთ, არავის არ დაუშლია, რომ მიწაზე წესიერად იცხოვრო ადამიანმა. აქაც ერთმანეთი არ ვლანძღოთ.

განა რომელიმე პარტიის იმაზე [მხარდაჭერისკენ] მოგიწოდებთ, უბრალოდ, ვინც ლანძღავს, ჩემთვის ყველა მიუღებელია.

მე თუ, ვთქვათ, შევიგინები, მერე ჩემზე მთელი წლები ლაპარაკობენ – აი, მეუფემ შეიგინა და ცუდი ქნა. ყოველდღე იგინებიან ხომ? იქნებ, მე ჩემი მაგალითით გაჩვენებთ როგორ არ უნდა მოვიქცეთ. 

შეიძლება მთელი წელი ერთმანეთს ვაგინებდეთ?!"

მეუფე იაკობი

 

ხოლო პატრიარქი ილია მეორე, უკვე ერთი წელი ხდება, რაც მხილებულია სოდომურ ცოდვაში და თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად, დღემდე არ მოუწვევია საეკლესიო გაფართოვებული კრება, რასაც დღემდე ითხოვს მხილებელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა.

ნანახია: (983)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას