logo.png

ლუკაშენკოს წინააღმდეგ, მინსკის ქუჩებში 200 000-მდე ადამიანი გამოვიდა

"თავისუფლების მარში" - ამ ლოზუნგით ბელარუსის სხვადასხვა ქალაქებში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მშვიდობიან მარშში 50-200 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. 

სხვადასხვა მონაცემებით, 100 ათასი ადამიანი მხოლოდ მინსკის ქუჩებშია გამოსული. 

მოქალაქეები უკვე შეიკრიბნენ ცენტრალურ მოედანზე და ისინი მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან. მომიტინგეებმა აქციაზე, ასევე სპეცრაზმის ქმედებების შედეგად დაშავებული ადამიანების ფოტოები მიიტანეს. ისინი ქვეყნის დროშას აფრიალებენ. 

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "შენ ხარ შენი ხალხის ჯალათი", "წადი", "ბაბუ, წამლები მიიღე" და სხვა. 

აქცია-მსვლელობები ბელარუსის სხვა ქალაქებშიც იმართება. ძირითად აქციაზე მოქალაქეები თავიანთ მოთხოვნებს გააჟღერებენ.

ნანახია: (1021)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას