logo.png

 

მღვდელმონაზონი ანდრია

"ამ ბოლო დროს ძალიან დამაფიქრა ადამიანმა და მისმა სიამაყემ, რა დონემდე შეიძლება ყველა და ყველაფერი საერთოდ დაივიწყო. გუშინ რაც სიხარულს განიჭებდა, შესაძლოა ხვალ მტრულ ქარიშხლად გექცეს, ან კიდევ ტანჯვის ობიექტად, მაგრამ ერთ რამეს აშკარად მივხვდი, ადამიანისთვის თუ არ წირავ თავს და ამ სიყვარულით არ ცხოვრობ, ეგოიზმი გიპყრობს, სიყვარული ქრება, იმედი გეკარგება, მიწამდე ეშვები და გული გიმყრალდება... ადამიანს თუ ამპარტავნება არ ეთმობა სიყვარულისთვის, ის ვერასდროს მიიღებს კუთვნილ ბედნიერებას... სხვისი შეფასებებით განსაზღვრული სიყვარული ტკივილის მეტს არაფერს მოგვიტანს, არავის არ უნდა შეაფასებინო შენს მიერ მოწონებული ადამიანი, წამში დაგერღვევა ყველაფერი, ეჭვები შეგიპყრობს და გაგიქრება ის სინატიფე სინაზესთან ერთად რაც მყარი სიმივით გაკავშირებდა მოყვარე ადამიანთან... როდესაც მხოლოდ საკუთარ ბედნიერებაზე ვზრუნავთ, მაშინ ნამდვილი ბედნიერება გვისხლტება ხელიდან და ჩვენი სული გაყინული და გველივით ცივი ხდება...ადამიანი ეძებს სიყვარულს, სიამოვნებას, ტკბობას... გამოცლის ყველა ,,სასმისს'' სიამოვნებისა, მაგრამ მაინც ცარიელია... შინაგანი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ყოველდღიურად იფეთქებს, რაღაც უჩვეულოდ ,,გშია'', ,,გწყურია''... ეძებ და ვერ პოულობ ნამდვილ ბედნიერებას, რადგან ადამიანები მივეჩვიეთ ყალბი სიხარულის განცდას... გულში არ არის ანთებული და აკიაფებული ჭეშმარიტი ღვთის სიყვარული... ადამიანი შეუძლებელია არ გრძნობდეს: სევდას, გახევებას, საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვას... გინდა მეგობარი, გინდა სითბო, გინდა სიხარული, გინდა ყოველდღიური ჭეშმარიტი სიახლე, მაგრამ არსად არ ჩანს და არც გამოჩნდება სანამ ადამიანი თავად არ შეიცვლება, რადგან ვეძებთ არასწორ ადგილას და ცრუ ადამიანებში... მთავარი დაკარგა ადამიანმა, რასაც უფლის სიყვარული ქვია... მჯერა რომ ჭეშმარიტი სახელმწიფო, ჭეშმარიტი ეკლესია, ჭეშმარიტი მეგობარი და ბედნიერი ადამიანი ჭეშმარიტი უფლის გარეშე ვერ იარსებებს.... ადამიანს დიდი გზის გავლა უწევს, სანამ საბოლოოდ მიაგნებს ბედნიერებას...: ვეძებთ, ვეძებთ და ვეძებთ, ძიების გზა არ შემწყდარა, რადგან ჯერ არ გვიზეიმია სიმართლესთან შეხვედრა და სიყვარულთან შერწყმა. .. შეიყვარე, შეიყვარე ჭეშმარიტი სიყვარული..."

წერს მღვდელმონაზონი ანდრია სარია

ნანახია: (758)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას