2012 წლის 14 თებერვლიდან მსოფლიოში აღინიშნება წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე - International Book Giving Day.
ეს დღე აერთიანებს ყველას, ვინც წიგნებს ჩუქნის ბავშვებს და უღვივებს მათ კითხვის სიყვარულს.
არსებობენ დღესასწაულები, რომლებიც დაარსებულნი არიან სახელმწიფოებრივი, რელიგიური, პროფესიული ან სხვა რაიმე ნიშნით.
წიგნის ჩუქების დღესასწაული კი დაარსდა ხალხის წიაღში, თანაც - სრულიად კონკრეტული შემთხვევის შედეგად - ამერიკელი ქალბატონის, აშშ-ის საბავშვო წიგნის საიტის დამაარსებლის - ემი ბროდმურის ინიციატივით.
ემი ბროდმური სამი შვილის დედაა და აი, ერთხელ, მათგან რომელიღაცამ ჰკითხა დედას, რატომ არ არსებობს ისეთი დღე წელიწადში, როდესაც ადამიანებს შეეძლებოდათ წიგნები ეჩუქებინათ ერთმანეთისთვის?
ემიმ იმით უპასუხა შვილის წინადადებას, რომ გამოვიდა ზემოხსენებული ინიციატივით და ბავშვის შეკითხვამ და დედის აქტიურმა პოზიციამ მილიონობით ადამიანის მხარდაჭერა ჰპოვა მსოფლიოში, რის შედეგადაც 14 თებერვალი დადგინდა „წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღედ“!
მას შემდეგ 14 თებერვალს მსოფლიოს მკითხველი საზოგადოება წიგნებს ჩუქნის ერთმანეთს, უპირატესად კი - ბავშვებს და მოსახლეობის იმ კატეგორიას, რომელიც ამა თუ იმ მიზეზით მოკლებულია წიგნის ფლობის შესაძლებლობას.
ემის სურვილმა, წიგნების მეოხებით აღეზარდა ბავშვებში სიყვარულის, სიკეთის, მეგობრობის, მოყვასისადმი თანაგრძნობის უნარი - შეისხა ფრთები, რისი დასტურიცაა მის მიერ ინიცირებული დღის საერთაშორისო აღიარება!
ნანახია: (2008)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას