logo.png

ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური ალექსანდრე ლუკაშენკოს ძალადობის დასრულებისკენ მოუწოდებს

სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი, მინსკისა და სლუცკის მიტროპოლიტი პავლე პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მოუწოდებს, ქვეყნის ქუჩებში ძალადობა დაასრულოს. აღსანიშნავია, რომ ბელარუსში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლება დაიწყო. ოფიციალური ინფორმაციით, 1 000-მდე ადამიანი უკვე გათავისუფლებულია.

შეგახსენებთ, ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23 %-მა დაუჭირა მხარი, მისმა მთავარმა მეტოქემ, სვეტლანა ციხანოვსკაიამ კი - ამომრჩეველთა 9,9 %-ის მხარდაჭერა მოიპოვა. ოფიციალური მონაცემებით, აქციების დროს 6 700-მდე მოქალაქე დააკავეს, 2 ადამიანი კი -გარდაიცვალა.

ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური ალექსანდრე ლუკაშენკოს ძალადობის დასრულებისკენ მოუწოდებს

 

ნანახია: (1063)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას