logo.png

 

Zurab Aroshvili

 

"ადამიანი თავისი ბუნებით პოლიტიკური ცხოველია. - სადღაც, 2300 წლის წინ შენიშნა სტაგირიტელმა. და, რაც არ უნდა იდიოტები (კლასიკური გაგებით) გვეგონოს ჩვენი თავი, მაინც ვმონაწილეობთ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ხალხში პოლიტიკა, პოლიტიკოსი დროთა განმავლობაში ნეგატიურ შინაარსს იძენს. აქ, ამას თავისი მარტივი, ობიექტური ახსნა. არადა, პოლიტიკისა და პოლიტიკოსთა გარეშე სახელმწიფო, ქვეყანა ვერ იქნება. დემოკრატიას, არჩევნებს ხალხის ფართო მასების მონაწილეობა სჭირდება. ამ ფართო მასებში კი დიდი ხანია კარგად არის გამჯდარი აზრი, რომ ხელისუფლებაში ადამიანები იმიტომ მოდიან, რომ პირადი კეთილდღეობა მოიწყონ. მაგრამ, მაინც მიდიან არჩევნებზე, პოლიტიკოსთა ახალი დაპირებების სჯერათ. უფრო სწორედ თავს აჯერებენ. მოდით ეხლა შევხედოთ ჩვენს პოლიტიკოსებს და, აქ სიტყვა - პოლიტიკური ცხოველი - გამომხატველი ტერმინია. ოღონდაც ხელისუფლებაში ვიყო და ჩემს გარშემო ქვეყანამც დაქცეულა. რაღაც, იდეური ხალხი აღარ ჩანს პოლიტიკაში. არ აქვს მნიშვნელობა როგორი იდეური. საერთოდ არანაირი. 80-იანების ბოლოს მახსოვს, იდეურად კომუნისტების წინააღმდეგ განწყობილი პოლიტიკოსები. სხვაა... როდისღა?

სწორი პოლიტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვან სიტყვებს - დემოკრატია, ლიბერალური, ლიბერალიზმი, სეკულარული... სამი ათეული წელია აბრახუნებენ. და, ამ სიტყვების შინაარსი ვინ განუმარტა ელექტორატს? ისე სიტყვა- ელექტორატის ჰიპერონიმი - მოსახლეობაა. ჰიპონიმზე სხვა დროსა ვთქვათ.

იდეური, კლასიკური ლიბერალურ-დემოკრატიული ფასეულობების მიმდევრები სად არიან? და, თუ არიან ამ ფასეულობების შესახებ ხალხს დღედაღამ რატომ არ ესაუბრებიან? არადა, ჯორდანო ბრუნოდან და გალილეო გალილეიდან არის დასაწყები. იმიტომ, რომ საპატრიარქომ თუ თქვა არა ბრუნავსო მერე რაღა ვქნათ?

არაა..., იდეური კაცები, პოლიტიკოსები აღარ არიან. აქ, უბრალოდ ჯიუტად პოლიტიკოსთა ერთ ნაწილს ხელისუფლებაში დარჩენა უნდა და მეორე ნაწილს ხელისუფლებაში მოსვლა. ქვეყნის, ხალხის სამსახურში უნდათ ყოფნათქო, არ მითქვამს.

და, იმ სტაგირიტელმა კაცმა კი თქვა, რომ - ჯიუტი ადამიანები შეიძლება დაიყოს შემდეგ კატეგორიებად: თავდაჯერებულებად, უვიცებად და უზრდელებად. - ავარჩიოთ. ვის ვაძლევთ ხმას. "

წერს ზურაბ აროშვილი

ნანახია: (1432)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას