რუსი იერარქის რომის პაპთან ოფიციალური შეხვედრა უმაღლეს დონეზე
როგორც რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალური მართლმადიდებლური საიტი - http://www.patriarchia.ru/db/text/5591846.html იუწყება:
„2020 წლის 13 თებერვალს ვატიკანში შედგა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარის - ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონის შეხვედრა რომის პაპ ფრანცისკთან.
სტუმარმა რომის პაპს გადასცა მოკითხვა მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქ კირილისაგან.
გულითადობისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში მიმდინარე შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რუსეთის პატრიარქატისა და კათოლიკურ ეკლესიას შორის წარმოშობილი აქტუალური საკითხები.
სტუმარ-მასპინძელმა კმაყოფილებით აღნიშნეს ნაყოფიერი თანამშრომლობა ორ ეკლესიას შორის, რისთვისაც იღვწის ერთობლივი სამუშაო ჯგუფები. ასე, მაგალითად - პერსპექტიულად ჩაითვალა უკანასკნელ წლებში ამოქმედებული პროექტი „ზაფხულის ინსტიტუტები“, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს სასულიერო პირთა და სტუდენტთა ურთიერთგაცვლა მოსკოვსა და რომს შორის და საქმიანობის კოორდინირება - ორი ეკლესიის ტრადიციებისა და თანამედროვე ცხოვრების გაცნობის მიზნით; იმსჯელეს სირიელთათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის ფორმებსა და მეთოდებზე.
მიტროპოლიტმა ილარიონმა პაპს გააცნო 12 თებერვალს, პაპის საბჭოს შენობაში, ქრისტიანული ერთობის გასამყარებლად გამართული ერთობლივი სამუშაო ჯგუფის სხდომის შედეგები.
მეგობრული შეხვედრის დასასრულს პაპმა და მიტროპოლიტმა ილარიონმა გაცვალეს საჩუქრები“.
მკითხველს მოეხსენება მიტროპოლიტ ილარიონის ერთი წლის წინანდელი ვიზიტის შესახებ საქართველოში, უკრაინის ავტოკეფალიის წინააღმდეგ ქართული ეკლესიის გადასაბირებლად.
როგორც მისი ბოლო ვიზიტი მიგვანიშნებს, შემდეგ ვიზიტს დიდი ალბათობით უნდა ველოდოთ საქართველოს დიდ ეკუმენურ საბჭოში გასაერთიანებლად!
ნანახია: (1599)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას