აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 12 წელია გასული; 2008 წლის რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციის შედეგად 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. 2232 საქართველოს მოქალაქე დაიჭრა და დაშავდა; საქართველოს ტერიტორიაზე 263598 დევნილია; საქართველომ კონტროლი დაკარგა 151 დასახლებულ პუნქტზე.
1 აგვისტო - დაიბომბა ცხინვალის ქართული სოფლები, ერგნეთიდან და ნიქოზიდან გახსნილი ცეცხლს შედეგად არიან დაშავებულები და დაჭრილები, მათ შორის პოლიციელები. გარდაცვლილია 3 ადამიანი. ჯამში,
1-ელ აგვისტოს საქართველოს 12 მოქალაქე დაშავდა .
2 აგვისტო - დაიბომბა 10-ზე მეტი სოფელი. დაშავდა 19. ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, ქართული მხარე საპასუხო ცეცხლს წყვეტს. ამავე დღეს, ჩრდილო ოსეთის "ხელისუფლებას" დახმარების ხელს სთავაზობს რუსეთი, და იწყება მოსახლეობის ევაკუაცია ცხვინვალიდან.
3 აგვისტო - სეპარატისტების სამხედრო შენარეთებმა დაიკავეს რამდენიმე სოფელი, მათ შორის - ზნაური და ველები. მათვე ცეცხლი გაუხსნეს დვანის ქართულ პოლიციას.
4 აგვისტო - რუსეთის 58-ე არმია როკის გვირაბთან დაბანაკდა.10 ერთეული ჯავშანტექნიკა რუსეთიდან საქართველოში შემოდის. ომის საფრთხე სულ უფრო აშკარაა. აქტიურდება საერთაშორისო საზოგადოება და ისმის მოწოდებები ძალისმიერი ქმედებების შესაჩერებლად.
5 აგვისტო - რუსეთის 58-ე არმია როკის გვირაბის გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის. გრძელდება ქართული სოფლების დაბომბვა. ევროკავშირი კვლავ მოლაპარაკებებს ითხოვს და მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდებს.
6 აგვისტო - გრძელდება ქართული სოფლების დაბომბვა.
7 აგვისტო - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში ჩაუვარდა სარადარო ჩანაწერები, საიდანაც დასტურდება, რომ იგეგმება კიდევ რამდენიმე ქართული სოფლის დაბომბვა. პარალელურად, აფხაზეთის დე- ფაქტო ხელისუფება გამოთქვამს მზადყოფნას სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის დასახმარებლად.
7 აგვისტოს - გარდაცვლილია 10 ადამიანი, დაშავებულია 37, დაბომბილია 26 ქართული სოფელი.
7 აგვისტოს ქართული მხარე მობილიზაციას იწყებს. ამიტომაც ითვლება ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტო და არა რომელიმე სხვა დღე.
8 აგვისტო - დაღუპულია 19, დაშავებულია 135 ადამიანი, დაიბომბა 36 სოფელი
9 აგვისტო- რუსეთის პრემიერი, ვლადიმირ პუტინი ჩადის ვლადიკავკაზში სამხედრო ოპერაციის სამართავად. გორში ქართველ სამხედროებს ტყვედ აჰყავთ რუსი პილოტი.
საჰაერო თავდასხმები - ფოთის პორტზე, სენაკისა და ვაზიანის სამხედრო ბაზებზე, კოპიტნარის აეროპორტსა და გორში. პარალელურად შეტევაა კოდორის ხეობაზეც. ამასთან, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი შემოდის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში და იწყებს აფხაზეთის სანაპირო ზოლში პატრულირებას.
საქართველოს ხელისუფლება კი საბრძოლო მოქმედებებში ჩასართავად, ერაყიდან საქართველოს სამხედრო მოსამსახურეების იწვევს.
ქართულ ვებგვერდებზე ჰაკერული თავდასხმაა, საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე ჰიტლერისა და სააკაშვილის სურათები იდება.
10 აგვისტო - რუსები იკავებენ დიდი ლიახვის ხეობას. როკის გვირაბის გავლით დამატებითი ძალა შემოდის. დაიბომბა ვაზიანის სამხედრო ბაზა, ბაქო-სუფსა-ჯეიჰანის ნავთობსადენი და კოდორის ხეობა. ქართული მხარე ტოვებს ცხინვალს. საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს ატყობინებს, რომ ტოვებს ტერიტორიას და ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს.
დაიბომბა გორი და ანაკლია, ქართულ მხარეს კოდორიდან მოსახლეობაც გამოჰყავს. საქართველო, რუსეთის საელჩოს თბილისში, კვლავ ცეცხლის შეწყვეტას სთხოვს.
გრიგორი კარასინმა გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტის პირობები - საქართველოს ჯარები უნდა დაბრუნდნენ კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციაზე და უნდა იკისრონ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება.
მოლაპარაკებებში ერთვება ნიკოლა სარკოზი. მედიატორის როლს საქართველო კონდოლიზა რაისს სთხოვს. მოლაპარკებებისთვის ჯერ თბილისში და შემდეგ მოსკოვში ჩადიან საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბერნარ კუშნერი და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსანდერ სტუბი.
11 აგვისტო - მოლაპარაკებებში დასავლეთის ჩართულობის მიუხედავად, გრძელდება ქართული სოფლებისა და ქალაქების დაბომბვა მათ შორის ზემო აფხაზეთში, აჭარასა და სხვა რეგიონებში. სენაკსა და ზუგდიდში რუსეთის ჯარები შეიჭრნენ.
ამავე დღეს, რუსეთის სამხედრო გემები ბლოკავენ საქართველოს შავი ზღვის შემოსასვლელს.
ცხინვალში რუსული ტანკები გადაადგილდებიან, რეგიონში სოფლებს რუსები იკავებენ.
ქართული შეიარაღებული ძალები ამაგრებენ თბილისის შემოსასვლელს - არსებობდა თბილისში რუსის შემოჭრის საფრთხეც.
დასავლური მედია აჭრელებულია სტატიებით პუტინზე და მის აგრესიულ ქმედებებზე.
12 აგვისტო - რუსეთის ვერტმფრენი ავტომაგისტრალზე, გორის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო მიკროავტობუსს უხსნის ცეცხლს და იღუპება 9 სამოქალაქო პირი. რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ანადგურებს საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდებს. გრძელდება რუსების მიერ გორის რაიონის სოფლების დაკავებაც. რუსები კეტავენ აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ მთავარ მაგისტრალს. 70 ერთეული ჯავშანტექნიკითა და 600 ჯარისკაცით რუსები იკავებენ კოდორის ხეობას. ნიკოლა სარკოზი ესაუბრება ვლადიმერ პუტინს.
ქართული მხარისათვის, მაგრამ არა რუსეთისთვის მისაღები რეზოლუცია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განიხილება გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელიც საფრანგეთის მიერაა შეთავაზებული.
ამავე დღეს, საქართველოს მთავრობის ცნობით, დაჭრილია 45 ჯარისკაცი და დაღუპულია 47 სამოქალაქო პირი, დევნილთა რაოდენობა კი 25000-ია.
თბილისში ვიზიტით ჩამოვიდნენ: აშშ-ის მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი; სენატორი ჯონ მაკკეინი; ესტონეთის პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი; უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო; ლატვიის პრემიერმინისტრი; ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი; პოლინეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი. მოსკოვში მოლაპარაკებების შემდეგ თბილისში ჩამოდის ნიკოლა სარკოზიც.
რუსთაველზე გამართულ ხალხმრავალ მიტინგზე კი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოდის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ახმოვანებს, საქართველოს დსთ-დან გასვლის თაობაზე.
13 აგვისტო - აშშ-ის პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში აცხადებს, რომ სახელმწიფო მდივანს საგანგებო მისიით გზავნის საქართველოსა და საფრანგეთში.
ქართული სოფლების მცხოვრებნი თავს ტყეებს აფარებენ. შსს-ს მონაცემებით, ამ დღეების განმავლობაში ქურდობის 1040, ძარცვის 89, ყაჩაღობის 132, გაუპატიურების 13, თავისუფლების უკანონო აღკვეთის 7 და ნივთის დაზიანების 164 შემთხვევა დაფიქსირდა.
14-15 აგვისტო - დევნილებისთვის იშლება კარვები, გორსა და ზუგდიდში კვლავ რუსული ტანკები გადაადგილდებიან. რუსეთის ვერტმფრენები ბორჯომი-ცემის ტყეების თავზე ცეცხლგამჩენ ჭურვებს ყრიან. ბორჯომისა და მიმდებარე ტერიტორიის ტყის მასივში ხანძარი 26 დღის განმავლობაში გაგრძელდა.
16 აგვისტო - საქართველოსა და რუსეთს შორის 6-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმება დაიდო, რომლის მიხედვითაც ორივე მხარეს სამხედროები ომამდე არსებულ
ხაზზე უნდა დაებრუნებინა, კრემლმა კი ეს შეთანხმებაც დაარღვია.
26 აგვისტო - რუსეთის მაშინდელი პრზიდენტი, დიმიტრი მედვედევი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის
დამოუკიდებლობას უჭერს მხარს -
"მე ხელი მოვაწერე ბრძანებულებებს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის
დამოუკიდებლობისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის თაობაზე". აგვისტოს ომის დაწყებაში კი
მედვედევმა ქართული მხარე დაადანაშაულა და ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტო გამოაცხადა.
რუსეთმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ ტერიტორიებად გამოაცხადა;
"მცოცავო ოკუპაცია", ტერიტორიების მიტაცება და ადამიანების გატაცება დღემდე გრძელდება. საოკუპაციო ხაზთან მაცხოვრებელ საქართველოს მოქალაქეებს ყოველდღიური ბრძოლა უწევთ გადარჩენისთვის.
ნანახია: (1633)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას