"უნდა დავწერო, თუნდაც ერთმა წაიკითხოს.
თითქმის 30 წელია საქართველო ებრძვის რუსეთის ოკუპაციას, დიახ ეს არის პროცესი დეოკუპაციის. ჩვენ 1991 წელს გამოვაცხადეთ გარდამავალი პერიოდი, როდესაც ხდებოდა დეოკუპაცია, თუმცა მოვლენები, როგორ განვითარდა ვნახეთ.
ახლა დგას საკითხი, რის მიხედვით ხდება გაერთიანება ოპოზიციაში, ალბათ მთავარი მაინც არის ის, ვისაც არ უნდა რუსეთის ვექტორი, ვინც იბრძოლებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათის და ვისთვისაც ამ ბრძოლაში მთავარი მოკავშირე არის დასავლეთი და ნატო, უნდა იყოს ერთად. დანარჩენი ყველაფერი გამოგონილი რუსული ნარატივია, რატომ არ ერთიანდებიან?
1. პოლარიზებული არჩევნები, არ ვიცი სხვანაირად როგორ არის ძირითადად ყველა არჩევნებს ჰყავს თავისი ფავორიტი ძალები. (არაპოლარიზებული არჩევნები იყო საბჭოთა კავშირში. ჩაატარა შევარდნაძემ 1992 წელს და ტარდება ჩრდ. კორეაშიც).
2. ხალხს აშინებენ ნაციონალური მოძრაობის დაბრუნებით. გეგონებათ ჩვენ ვიქნებით პირველი ქვეყანა, სადაც დამარცხებული პარტია არჩევნებით ისევ ბრუნდება მმართველობაში, ხომ არ დავასახელო ასეთი ქვეყნები. თუ ის სჯობს, რაც საქართველოში ხდებოდა: მმართველი პარტიები დამარცხებისთანავე იშლებოდა, ან ანადგურებდნენ.
3 ე.წ. ექსპერტების საყვარელი ფრაზა მიშა სააკაშვილის ჩამოსვლით აშინებენ და ის არის "საფრთხობელა" . სულ მაინტერესებს. მიშა არის "საფრთხობელა" და მისი პარტიიდან გასულმა ელიტამ ახალი პარტიის დაარსებით ფრთები შეისხა თუ რა ხდება , თუ ორივე მხარემ ძალიან კარგად იცის , რომ არცერთი არ არის საფრთხობელა, უბრალოდ მისი შექმნაა საჭირო. ისე თუ გადახედავთ ბოლო წელს, ის ადამიანები გამოირჩევიან მიშა სააკაშვილის მიმართ არა მხოლოდ ლოიალობით, არამედ მისი ლიდერობა მიაჩნიათ მნიშვნლოვნად არსებული რეჟიმის დამარცხებაში, ვინც 2012 წელს სწორედაც ებრძოდა მიშას (გუბაზ სანიკიძე, მურმან დუმბაძე, რესპუბლიკელები, თაკო ჩარკვიანი, გელბახიანი ....).
ასე, რომ უნდა ჩამოვყალიბდეთ რა არის გამაერთიანებელი და ეს არის დეოკუპაცია.
დიახ, მარიონეტული ხელისუფლება არის კორუმპირებული ყოველთვის და მისი მმართველობა არის განწირული მასობრივი სიღარიბისთვის და გაუნათლებლობისთვის. ამიტომ, უნდა შევადაროთ:
2012 წელს იყო თუ არა ქვეყანა უკეთესი, ვიდრე 2004 წელს? და ახლა 2012 წლის შემდეგ რამდენად გაუარესდა ჩვენი მდგომარეობა?.
რუსეთი მხოლოდამხოლოდ მონის ბორკილებს და სიღატაკეს აძლევს თავის კოლონიებს. ამის გახსენება შეგიძლიათ 1992 წელს , როდესაც შევარდნაძე რუსებმა მოიყვანეს ხელისუფლებაში - ქვეყანაში გაბატონდა კრიმინალური ქაოსი, დავკარგეთ ტერიტორიები, ასევე ექცევა რუსეთი ჩვენგან მიტაცებული ტერიტორიებზე მაცხოვრებლებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
უნდა გავერთიანდეთ თავისუფლებისათვის საბრძოლველად....
ერთი რამეც მინდა გავიხსენო 1990 წლიდან, მე ჩემი პირადი გამოცდილებიდან. მე იყავი სენაკის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი მრგვალი მაგიდიდან და კიდევ იყო 4 კანდიდატი ოპოზიციიდან და იყო რაიკომის მდივანი (კომპარტიიდან). ჩვენ მოვახერხეთ და დავგეგმეთ შეხვედრები ხალხთან ერთად , ანუ ოპოზიცია ერთად ვხვდებოდით ხალხს და ვეუბნებოდით მთავარი იყო ხმა არ მიეცათ კომუნისტებისთვის და შედეგიც იყო საუკეთესო. თითქმის ყველა ოლქში გაიმარჯვა ოპოზიციამ."
წერს ბეჟან ჯავახია
ნანახია: (703)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას