logo.png

 

Gelasi Aroshvili

 

ნსპრ (ნაკურთხი საბანკო პროდუქტების რესპუბლიკა)

"რა მაგარი სიტყვაა ექიმბაში. ანუ არის ექიმი და არის ექიმბაში. და თუ ეს ნამდვილად ასეა, მაშინ რატომ არ ვრცელდება იგივე კლასიფიკაცია სხვა პროფესიებზე? რას ნიშნავს, საიდან წარმოიშვა ეს სიტყვა? შაბაშიდან ხომ არა?ანუ ამ შემთხვევაში ოკულტური პროფანაციებით ''მკურნალობის'' იმიტაციიდან. და თუ ნამდვილად ასეა, მაშინ ბევრად უფრო აქტუალური ხდება ამ ტერმინის გავრცელება სასულიერი პირებზე, რადგან თუ სადმეა მაგიზმის, მკითხაობის და ფეტიშიზმის ყოველდღიური პრაქტიკა დანერგილი, ეს პირველ რიგში საეკლესიო სფეროა. მღვდლების და ეპისკოპოსების უმრავლესობა, სავსებით რეალურად გვევლინებიან, რაღაცა გაუგებარი ფსევდორელიგიური ბოდვის, ბანგისა თუ ნარკოტიკის დილერებად და შაბაშისტებად, რომლებიც ნებისმიერ შეკვეთაზე აწერენ ხელს. იქნება ეს პოლიტიკური, ფინანსური, კრიმინალური თუ სხვა. და, აი ჩვენს წინაშეა: მაგიურ ''კურთხევებზე'' მონადირე მხოხავ-მფორთხავი მინისტრები, დეპუტატები, ჩინოვნიკები, ბიზნესმენები, ბანკირები თავისი ''ნაკურთხი'' საბანკო პროდუქტებით და ა.შ. ანუ ღია და აშკარა მამონიზმი, ოღონდაც ''მართლმორწმუნეობის'' ფარისევლურ საბურველში შეფუთული და ფართოდ რეკლამირებული. და, მაშინ ესენი ვინღა გამოდიან, მამაობაშები თუ კიდევ უარესი, რომ შევამოკლოთ?"

წერს გელასი აროშვილი

ნანახია: (581)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას