logo.png

სიმართლე ვირუსზე ტაივანმა გაამხილა!

 

პუბლიცისტი ბორის ფელდმანი თავის მიერ თარგმნილ მასალას აცნობს საიტს - https://censoru.net/2020/02/08/pravda-o-viruse-prorvalas-cherez-tajvan.html-ს და მოგვითხრობს იმის თაობაზე, თუ ტაივანის საინფორმაციო საშუალებიდან თარგმნის პროცესში რა საგულისხმო ფაქტები აღმოაჩინა:

„ტაივანის ნიუს-სააგენტო ირწმუნება, რომ ჩინეთის ხელისუფლება სულ ცოტა ათჯერ მაინც ამცირებს სტატისტიკას უხანში დაავადებულთა და დაღუპულთა რიცხვთან დაკავშირებით - ქვეყნის მცხოვრებლები არ ენდობიან ოფიციალურ სტატისტიკას, რადგან მიიჩნევენ, რომ ფაქტები ყალბდება ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაკვეთით.

საკუთარი თავი ჩინელებმა გასცეს სიით, სადაც აღნიშნულია, რომ შეფარდება ინფიცირებულთა და დაღუპულთა შორის სტაბილურად დგას 3.1%-ის დონეზე და მერე ეცემა 2.1%-ზე და ასე გამუდმებით, რაც აბსოლუტურად შეუძლებელია, თუ არ ხდება ციფრებით მანიპულირება.

ტაივანიდან მოდის ინფორმაცია, რომ 1 თებერვლის გვიან საღამოს Tencent -ის ვებ-გვერდზე  ვირუსის დასაბუთებული შემთხვევების რიცხვი უხანში იყო 154 023, რაც 10-ჯერ აღემატება ოფიციალურ ციფრს იმ დროისათვის.

ყველაზე სავალალო კი ის გახლავთ, რომ   დაღუპულთა რაოდენობა იყო 24 589, რაც გაცილებით აღემატება იმ ციფრს - 300-ს, რომელიც დარეგისტრირებული იყო იმ დღისათვის.

ბევრი პაციენტისთვის ტესტების ნაკრების უკმარისობა იწვევდა  დიაგნოსტიკის გაძნელებას - ისინი ვერ იღებდნენ საჭირო მედიკამენტებს და იღუპებოდნენ საავადმყოფოს კედლებში მკურნალობის გარეშე. ამას გარდა, ექიმებს დღემდე ნაბრძანები აქვთ, გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსის ნაცვლად ხშირად ჩაწერონ სხვა დაავადება, რათა ხელოვნურად დააფიქსირონ სიკვდილიანობის დაბალი დონე.

კიდევ უფრო საგანგაშია ცნობები, რომლებიც მომდინარეობენ ცნობილი მეცნიერებისაგან იმის თაობაზე, რომ თავდაპირველად ვირუსი ადამიანებზე შეიძლებოდა გადასულიყო არა ცხოველებისაგან, როგორც ამას იუწყებოდნენ, არამედ უხანის ბიოლოგიური ლაბორატორიიდან.

ამ ვარაუდის ეჭვს ბადებს ის გარემოება, რომ იმის მაგივრად, აეღოთ სინჯები დაავადების გამომწვევ მიზეზად ქცეულ გარკვეულ ბაზარში და დაედგინათ ცხოველის სახეობა, რომლიდანაც ვირუსი გადავიდა ადამიანებზე, ეს ბაზარი დაამუშავეს რეაგენტით და ცხოველები საერთოდ გააქრეს. ერთი სიტყვით, ყველაფერი ჰგავს კვალის დაფარვის მცდელობას.

 

ინფორმაციის მკაცრი ფილტრაციის პირობებში, ჩინეთში სულ უფრო ძლიერდება მოთხოვნა კომუნისტების მიერ დანერგილი ტოტალური ცენზურის აკრძალვის შესახებ, და არა მარტო ეპიდემიის შესახებ, არამედ საერთოდ ცენზურაზე, როგორც პარტიულ მოვლენაზე!
 



 

ნანახია: (1900)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას