logo.png

 

Bejan Javakhia

 "ჩვენ ერთი საუკუნის განმავლობაში ორჯერ გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა, საჭიროა , თუ არა ანალიზი ამ ამბების?

... უკანასკნელ წლებში მიმდინარე მოვლენები აშკარა მიმანიშნებელია, იმისა, რომ ქვეყანა კარგავს დამოუკიდებლობას...

ქვეყანაშ სპეციალურად არის შექმნილი კრიმინალური ქაოსი და მოსახლეობა არის მიყვანილი უკიდურეს სიღარიბის ფონზე... ეს ორივე არის ინსპირირებული არსებული მარიონეტული რეჟიმის მიერ (კორუპციისა და რუსული აგენტურის, თუ საბჭოთა ნომეკლატურის რევანშის შედეგად).

ამ დროს პოლიტიკური პარტიები , როგორც ჩანს უძლურია პასუხი გასცეს არსებულ ვითარებას და მისცეს ამ პროცესებს პოლიტიკური შეფასება, რადგანაც ძირითადი თემა მხოლოდ ბანალური ყოველდღიურობის, თუ არსებობისათვის განმსაზღვრელი კითხვები) და დაიკარგა მაშტაბი პოლიტიკური პარტიების მოღვაწეობის ასპარეზისთვის.

აშკარაა, რომ მასმედია, არის ავანგარდში და ის რასაკვირველია, იმ კითხვებს სვამს, რაც დგას ჩვენს წინაშე, რადგანაც ის არის მოდარაჯე ძაღლის როლში და ესაა მისი მთავარი ამოცანა , განსხვაებით პოლიტიკური პარტიებისა...

ვფიქრობთ, ეს ყველაფერი, ისევე როგორც 90-იან წლებში ხელოვნურად შექმნილი პროცესია, რადგანაც კრიმინალი და სიღატაკე გვაბრუნებს უკან რუსეთის იმპერიაში.

მეტი აქტიურობა და პოლიტიკური ანალიზია საჭირო, ჩვენ ვერ დავრჩებით მხოლოდ ყოველდღიური კრიმინალის გამომძებლის როლში....

ამ წერილს ვწერ, რადგანაც მიმაჩნია, რომ ამის ვალდებულება ავიღეთ მე და ჩემმა მეგობრებმა 1991 წელს!!

ჩვენი პოლტიკური თავშეკავება მხოლოდ იმით არის გამოწვეული, რომ არსებობს დღეს პოლიტიკური გაერთიანებები, რომელთაც გააჩნიათ უნარი თავი გაართვან ამ ამოცანას, უბრალოდ , ნუ წარმნოიდგენენ ამ პროცესებს მხოლოდ საარჩევნო კამპანიად."

წერს პროფესორი ბეჟან ჯავახია.

ნანახია: (729)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას