logo.png

29 ივლისს (ძვ. სტ. 16 ივლისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მღვდელთმთავარ ათინოგენეს და მის თანა წამებულთ

ათინოგენე, atinogene, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ივლისი, ქველი, qwelly, july

      მეოთხე საუკუნეში, დაახლ. 311 წელს, ქალაქ სებასტიაში (კაბადოკია) მმართველმა ფილორმაქსმა გამოცხადდა საქვეყნო დღესასწაული, რომელიც აღინიშნებოდა კერპების თაყვანისცემით, მათთვის მსხვერპლშეწირვითა და წარმართული ღმერთების განდიდებით. იმ ხანად ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიანი იყო და უარი განაცხადეს ამ წარმართულ ზეიმში მონაწილეობაზე, რისთვისაც მმართველის მხედრებმა მათი ამოწყვეტის ბრძანება მიიღეს და პირნათლად შეასრულეს. როდესაც ფილორმაქსმა გამოიძია ქალაქის გაქრისტიანების ამბავი, მიუთითეს ეპისკოპოს ათინოგენეზე, რომელმა თავისი ქადაგებით და მართალი ცხოვრებით მთელი ქალაქი მოაქცია ქრისტეს რჯულზე. მაშინ ღმრთისმოძულე მმართველმა ათინოგენეს შეპყრობა ბრძანა. როდესაც მიაკითხეს წმინდა მღვდელთმთავრის მონასტერს, იქ ნეტარი ათინოგენე არ დახვდათ, მაგრამ მის ნაცვლად მონასტრის საძმო შეიპყრეს. როდესაც ეს ათინოგენემ გაიგო ჩავიდა სებასტიაში, რათა ისიც დაეპატიმრებინათ. საპყრობილეში მოძღვარი განამხნევებთა თავის სულიერ შვილებს, მონასტრის საძმოს და როდესაც ურჯოლოები ვერაფერს გახდნენ მათ სარწმუნოებასთან, მონასტრის ძმები ჯერ აწამეს ხოლო შემდეგ თავები მოჰკვეთეს. ნეტარი ათინოგენე კი საშინელი ტანჯვის შემდეგ, მისი თხოვნისამებრ მონასტერში წაიყვანეს და იქ აღასრულეს სიკვდილით დასჯა. წმინდა მოძღვარმა, სიკვდილის წინ უფალს ცოდვათა მიტევება გამოსთხოვა მათთვის, ვინც მას და მის სულიერ შვილებს მოიხსენებდა და მეოხებას თხოვდა.

ნანახია: (829)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას