logo.png

 

Gelasi Aroshvili

"სამწუხაროდ, ჩვენში დომინანტი რელიგიური მიმდინარეობა (საპატრიარქო), განსხვავებით სხვა ოფიციალური საპატრიარქოებისგან, სრულიად მახინჯი, არაქრისტიანული ვექტორით განვითარდა და ტოტალიტალურ სექტად გადაიქცა. მხოლოდ ტოტალიტალურ სექტებშია მთავარი ქურუმის და გურუს ასეთი შეშლილი, გაუცნობიერებული, აღტყინებული, მაგიური თაყვანისცემა და საკრალიზაცია. მსგავსი ანალოგი უბრალოდ არ არსებობს თანამედროვეობაში. მსგავსი რამ მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიასაც არ ახსოვს. არც ერთი მოციქული, წმიდა მამა, დიდი მღვდელმთავარი და ეკლესიის მიერ შემდგომში აღიარებული მასწავლებელი და ღვთისმეტყველი, არ სარგებლობდა სიცოცხლეში ოდნავ მსგავსი პატივითა და რეიტინგით. უფრო მეტიც, თავად მაცხოვარი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე არ ყოფილა, თავისი მიწიერი ცხოვრების დროს, ასე განდიდებული და თავად ძირშივე აღკვეთდა ხოლმე ადამიანთა მიერ განდიდების მსგავს მცდელობებს. ანუ თავად განკაცებული ღმერთი გაურბის და არ ღებულობს გაღმერთების პატივს, მაშინ როდესაც, ეს ჩვენი თანამედროვე ანომალია და ფეტიშიზმი უკვე აღარავის უკვირს, და რაც მთავარია, თვით გაკერპების სუბიექტსაც კი!"

წერს გელასი აროშვილი

ნანახია: (765)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას