logo.png

სომხეთის კონფლიქტურ რეგიონთან ახლოს, აზერბაიჯანი თურქეთთან ერთად სამხედრო სწავლების ჩატარებას გეგმავს

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთზე აზერბაიჯანის შეირაღებული ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნას სომეხი სამხედრო ემსხვერპლა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათში სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი 45-ჯერ გახსნეს, რასაც აზერბაიჯანის თავდაცვითმა ძალებმა საპასუხო იერიშით უპასუხეს.

მომხდართან დაკავშირებით კვლავ ორმხრივი ბრალდებები ისმის. საერთაშორისო ორგანიზაციები ქვეყნებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ, თუმცა მოვლენები საპირისპიროდ ვითარდება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანი თურქეთთან ერთად სამხედრო სწავლების ჩატარებას გეგმავს, რომელიც კონფლიქტურ რეგიონთან ახლოს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მიმდინარე კონფლიქტში, აზერბაიჯანული არმიის ერთი უფროსი ლეიტენანტი დაიღუპა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანულმა არმიამ, ქვემეხების, ნაღმტყორცნებისა და სატანკო ცეცხლის საშუალებით სომხური არმიის მრავალი პოზიცია, საცეცხლე წერტები, საარტილერიო ბატარეები და ჯავშანტრანსპორტიორები და მანქანები გაანადგურა, რითაც მკაცრი პასუხი გასცა სომხური მხარის თავდასხმას. ამავე განცხადებით, სომხური მხარე მალავს ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ. “სიტუაცია აზერბაიჯანული არმიის კონტროლ ქვეშ არის, მტრის წინააღმდეგ  საკადრისი სადამსჯელო ზომები განხორციელდა“, აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც თან ერთვის დრონეთი გადაღებული ვიდეო, რომელშიც აზერბაიჯანული მხარის სომხურ პოზიციაზე იერიში ჩანს. ამ კონფლიქტში, აზერბაიჯანის არმიიდან 3 ჯარისკაცი დაიღუპა, 4 დაშავდა, ხოლო სომხური მხარე დაღუპულების და დაშავებულების შესახებ რაიმე ინფორმაციას არ ავრცელებს.

თურქეთმა,  სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან თოვუზის რაიონში განხორციელებული თავდასხმა მკაცრად დაგმო. საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია:  „ეს თავდასხმა, სომხეთის მხრიდან განხორციელებული ნაციონალიზმის აგრესიული პოლიტიკის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. რაც შეეხება აზერბაიჯანის მხრიდან ამ თავდასხმის აღკვეთა, იმის დასტურია, რომ სომხების უპასუხისმგებლო ქმედება, პასუხ გაუცემელი არ დარჩება. მათი ეს ქმედება, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების სხვა თემაზე გადატანის მცდელობაა. ნურავის დაავიწყდება, რომ სომხეთი აზერბაიჯანის კუთვნილ, მთიან ყარაბაღის ტერიტორიასთან მიმართ არასამართლიან პოლიტიკას ეწევა. მათი ასეთი ქმედებები, საკითხის პოლიტიკური გზით მოგვარებას კიდევ უფრო ართულებს და აბრკოლებს. სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან თოვუზის რაიონში განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპული აზერბაიჯანელების გამო, აზერბაიჯანის ხალხს და მთავრობას სამძიმარს ვუცხადებთ, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. თურქეთი, ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ყველა შესაძლებლობებით აზერბაიჯანის გვერდითაა“.

ნანახია: (1488)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას