logo.png

 

George Tiginashvili

 

"სოციალური უთანასწორობითა და ქონებრივი დიფერენციაციით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უფრო პრობლემური სახელმწიფოა პოსტ-საბჭოთა ბანაკის ქვეყნებიდან. დაახლოებით ინდოეთის მოდელის მსგავსი რეალობა გვაქვს, სადაც ორი უკიდურესობაა - ძალიან მდიდრები და ძალიან ღარიბები. საშუალო ფენა პრაქტიკულად არ არსებობს.

მეტად ძნელია ამ ყოფაში მშვიდად ცხოვრება, როცა აუცილებელი მედიკამენტები, კალორიული საკვები, ტრანსპორტირება და კომუნალური გადასახადები ოჯახებს ტვირთად აწევთ. ის რაც ზოგიერთი ოჯახისთვის თვიდან-თვემდე საარსებო მინიმუმია, ვიღაცისთვის ერთი გემრიელი სადილია მეგობარებთან რესტორანში; ვიღაც მალდივებზე ისვენებს, ვიღაც კი თბილისიდან ვერ გადის უსახსრობის გამო; ვიღაც ყოველწელს უახლოეს მობილურ ტელეფონში 3500 ლარს იხდის, ვიღაც კი საერთოდ უტელეფონოდაა; ვიღაც ქამარში 400$ -ს იხდის, ვიღაც კი ექიმთან ვერ მიდის სავალდებულო ვიზიტით, უფულობის გამო; ვიღაც ავტომობილში 25 000 $-ს იხდის, ვიღაცას კი ველოსიპედიც არ ჰყავს, და ა.შ.

ამ ფონზე შეხედეთ ჩვენს ეპისკოპოსებს, მათ ქონებრივ დეკლარაციებს, შესამოსელს, ინვენტარს, რეზიდენციებსა და ავტომობილებს... ნახეთ მათი "პილიგრიმული" მოგზაურობის მარშრუტი ყოველწელს; დააკვირდით მათ იმპერატიულ ტონსა და პატივმოყვარულ სულს, რომელიც საბჭოთა ჰომოსოვიეტიკუსის უგრძნობი რასის გამოხატულებაა; უსმინეთ მათ სიზმართ-მეზღაპრეობას; შეხედეთ ვინებს აკურთხებენ სასულიერო პირებად: პედოფილებს, განხორციელებულ ჰომოსექსუალებს, ვაჭრული აზროვნების ავანტიურისტებს, რუსოფილ რეტროგრადებს, ხეპრე და უბირ ტეტიებს, სამგზის ნასამართლევ რეციდივისტებს და მრუშებს! ხოლო წესიერ და პატიოსან ადამიანებს აწ უკვე აღარ შეესვლებათ ამგვარი ფორმაციის სამღვდელო დასში, მაშინ როცა უკანა ტანიდან მოპოვებულ კარიერაზე არასდროს დათანხმდებიან!

მოგმართავთ მთელს ეპისკოპატს: თქვენ პასუხს აგებთ ამ გულგოროზობისთვის, ამ სატანური კონიუქტურისთვის, რომელიც თქვენს მერკანტილურ და კონფორმისტულ ეგოზე გადის! თქვენ ვერ აცნობიერებთ იმ პატივს, ვალდებულებებსა და უფლებებს, რომელიც გაგაჩნიათ! მომავალი თაობა აუცილებლად გაგაწბილებთ თავისი კეთილშობილებით, პატიოსნებით, ინტელექტითა და თავისუფლების უმაღლესი ხარისხით! თქვენ აწმყოშივე მომავლის ისტორიულ სანაგვეზე ხართ განსვენებულნი, დიახ სანაგვეზე, სადაც მუდმივად მჭვარტლი და კვამლი გიზგიზებს, ანუ გეენაში ("გეენა" - ეს ვაკე მდებარეობდა იერუსალიმის სამხრეთით, ე.წ. მზის კარიბჭის მახლობლად. ამ ადგილზე წვავდნენ ნაგავსა და მკვდარ ცხოველებს. აქედან გამომდინარე თანამედროვეობაში იგი მოაზრებულია დასჯის ადგილად, სადაც იკრიბება ყველაფერი უვარგისი, რათა დაიწვას).

დღეს ასეთი მდგენელი დაამკვიდრეს ჩვენმა ეპისკოპოსებმა: თუ გინდა მღვდლობა, ან უკანალი დათმე (ბუკვალური გაგებით), ან სინდისი! პრინციპში ერთის დათმობა - მეორის დათმობასაც გულისხმობს!

აი ასეთია ჩვენი რეალობა! ამიტომ ვისაც გინდათ ელოლიავეთ ამ მაფიოზურ და ამორალურ ლეგეონს, მართლმადიდებლობის მთავარ დამსამარებლებსა და მაგიზმის კულტივატორ შამანებს! მე პირადად ამ შემადგენლობის სინოდისაგან უკვე აბსოლუტურად არაფერს სასიკეთოს, სახარებისეულს, კანონიკურს, დოგმატურს, ზნეობრივსა და სახელმწიფოებრივს აღარ მოველი!

P.S. ყველაზე სასაცილოები მაინც ეს ე.წ. "პროდასავლურები" არიან, "კაი ტიპობაზე" რომ პრეტენზია აქვთ და მსხვერპლის გაღება, რომ არცერთს არ უნდა!.. ეს ვაცლავ ჰაველის ქურქში გახვეული სუსლოვები!.."

წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

ნანახია: (1288)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას