logo.png

 

George Tiginashvili

 

თუ ეკლესია მოწოდების სიმაღლეზეა ზნეობრივი, სულიერი, ინტელექტუალური, სოციალური, სტრუქტურული და ინსტიტუციონალური თვალსაზრისით;

თუ პირველიერარქად გვყავს მართლა "ცოცხალი წმინდანი და ღმერთშემოსილი" კათოლიკოს-პატრიარქი;

თუ "ღვთისმშობლის წილხვედრობა" პრივილეგიაა და არა პასუხისმგებლობა;

თუ საქართველო "საზეპურო, რჩეული და მადლიანი" ერია სამყაროში;

თუ "წმინდა და უპოვარი იერარქია, ღირსეული სამღვდელო დასი და ნათელი სამონაზვნო წესი" გვყავს;

თუ "ქრისტოცენტრული" მდგენელია უმთავრესი და არა იდეოლოგიზებული რწმენა;

თუ საერო მმართველობის "აღსაყდრებისას" ლეგიტიმაციის მთავარი სუვერენი და ინაუგურაციის მაკურთხეველი "ღვთისგან გარდმომავალი ნათელი - პატრიარქია";

ჩნდება ლოგიკური შეკითხვა: რატომ არის ირგვლივ ამდენი ფსიქოზი, განუკითხაობა, კრიმინალი, ქაოსი, ბოროტება, სიბილწე, უსამართლობა, დაუცველობა, სიღარიბე, სოციალური უთანასწორობა, ჩაგვრა, სიყალბე, გაუნათლებლობა, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი?

იქნებ, ყველაფერი სრულიად უკუღმაა რეალურად? იქნებ ჭეშმარიტების იმიტირება და პაროდირება იკისრა საპატრიარქომ, ნამდვილი ქრისტიანობის ნაცვლად?

ვგონებ, ჩვენზე სრულდება ბიბლიური კანონზომიერება:

"აჰა, მითქვამს შენთვის, ამბობს ცაბაოთ უფალი, ბოლომდე აგიწევ კალთას, რომ ხალხებს დავანახო შენი სიშიშვლე, სამეფოებს - შენი სირცხვილი" ( ნაუმ წინასწ. 3,5);

"ქარაფშუტა ხალხია მისი წინასწარმეტყველნი, გამყიდველნი, მისი მღვდლები საწმიდარს ბილწავენ, რჯულს არღვევენ" (სოფონია წინასწ. 3,4);

"ბევრის მოლოდინი გაქვთ, მაგრამ მცირედი გისრულდებათ; რაც სახლში მიგაქვთ, იმასაც ვანიავებ, რატომ? ამბობს ცაბაოთ უფალი იმიტომ, რომ მიგდებულია ჩემი სახლი, თქვენ კი ყველანი თქვენს სახლებზე ზრუნავთ" (ანგია წინასწ. 1,9);

"ვიცი შენი საქმენი: სახელი ისეთი გაქვს, თითქოს ცოცხალი იყო, შენ კი მკვდარი ხარ" (იოანეს გამ. 3,1);

"ატირდებიან კარიბჭესა და სამსხვერპლოს შორის მღვდლები, უფლის მსახურნი, და იტყვიან: შეიწყალე, უფალო, შენი ერი! ნუ გახდი სასირცხვოოდ შენს სამკვიდროს, ნუ ჩააგდებ ხალხების ყბაში! რატომ უნდა ილაპარაკონ: აბა, სად არისო მათი ღმერთი?" (იოველ წინასწ. 2,17);

"აჰა, დაგიკავებთ თესლს და პირისახეზე დაგაყრით საკლავის განავალს, თქვენი დღესასწაულების განავალს, და თან წაიღებთ მას" (მალაქია წინასწ. 2,3);

"მართალია, დროის მიხედვით უკვე მოძღვრები უნდა ყოფილიყავით, მაგრამ თვითონვე გჭირდებათ მოძღვარი, რათა ისწავლოთ ღვთის სიტყვის პირველსაწყისნი; ასე რომ, კვლავაც რძე გჭირდებათ და არა უხეში საჭმელი" (ებრაელთა მიმართ 5,12);

წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

ნანახია: (1298)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას