logo.png

 

Vladi Narsia

 

როცა სახელმწიფო ბოროტებას კი არ ებრძვის, არამედ ბოროტებაზე დგას - აქეზებს მოძალადე სპორტსმენებს, კრიმინალებს, ქურდებს და აბრუნებს ქუჩის "ბეზპრიდელი" ცხოვრების წესს - ეს ბოროტებაა!!! კორუფციაზე ამბობს რომ "ქართული ჯიგრობაა" -ეს ბოროტებაა !!! 19 წლის ბავშვის მკვლელობას ათასგვარი სატანური ტყუილით ფუთავს -ეს ბოროტებაა!!! როცა ტყუილი სახელმწიფოს ყველაზე ბუნებრივი მდგომარეობა და ენაა - ეს ბოროტებაა !!! როცა იპარავ მშიერი და გაღატაკებული ხალხის ჯიბეებიდან და მდიდრდები ნაწყევარი ფულით - ეს ბოროტებაა!!! როცა ნეპოტიზმის სახელით კლავ პროფესიონალიზმს - ეს ბოროტებაა!!!

ეკლესია, რომელიც არ ამხელს სახელმწიფოს ბოროტებაში - ეს ბოროტებაა!!! არ ამხელს და არ მოიკვეთს მძიმე ცოდვის ჩამდენებს პედოფილებს, მამათმავლებს, მრუშებს და მპარავებს - ეს ბოროტებაა!!! როცა იერარქიის 90 პროცენტი საღვთისმეტყველო განათლების არმქონეა და ეკლესია არ ისწრაფვის ლოგოსის (ცოდნის) ნათლისკენ - ეს ბოროტებაა!!! როცა ეკლესიის მსახურს არ შეუძლია მსხვერპლად შეეწიროს, თავი დასდოს და წინ აღუდგეს ბოროტებას - ეს ბოროტებაა!!!

ხალხი, რომელიც ხმას არ იმაღლებს ამ ბოროტებების წინააღმდეგ - ეს ყველაზე დიდი ბოროტებაა!!! ადამიანო, ღმერთმა რომ გონება მოგცა და არჩევანის უფლება და ამას ღმერთის მსახურებისთვის არ იყენებ - ეს ბოროტებაა!!!

ასე აშენებს ბოროტება საკუთარ სახლს, უფრო სწორად - "ეკლესიას" და მასში ყველას, ნებით თუ უნებლიეთ გვაწევრიანებს. მერე მის მიერ აშენებულ "ეკლესიაში" იდგამს საკურთხეველს და ითხოვს მსხვერპლს. გვახსოვდეს, ეს ახალგაზრდები, რომლებიც დღეს, გუშინ, იმის წინ თუ ხვალ ამ საკურთხეველზე ამოიკვნესებენ თითეული ჩვენგანის ხელისკვრით ან სიჩუმით აღმოჩნდა ბოროტების მსხვერპლი.

ამ ყველაფერში მთავარი დამნაშავე სახელმწიფოა, რომელიც მლიქვნელურად გვარწმუნებს რომ მისი მიზანი ადამიანის მსახურება, წესრიგის დაცვა და ბოროტების ალაგვმაა ... მაგრამ, სახელმწიფოზე მეტად ამ ყველაფერში დამნაშავეა ეკლესია, რომელიც ხალხს ყოველდღე აბოლებს და არწმუნებს, რომ გამორჩეული და წილხვედრი ერი ვართ, რომ გავბრწყინდებით, რომ აფხაზეთს და ოსეთს დავიბრუნებთ და იესო ქრისტეს ყაზბეგში, წყალათხიდთან შევხვდებით.

სიბნელე ყველაზე დიდი ბოროტებაა!!!

წერს თეოლოგი ვლადი ნარსია

ნანახია: (3075)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას