logo.png

ზვიად გამსახურდიას წერილი პატრიარქს

“უკანასკნელ ხანებში, ჩვენს მრევლსა და საზოგადოებაში ზოგიერთი უღირსი ადამიანის მიერ გავრცელდა ყალბი ხმები, თითქოს მე თქვენ გებრძვით რაღაც კერძო ინტერესით, თითქოს მე თქვენი “მტერი” ვარ და ა.შ.

სინამდვილეში კი მე თქვენ როდი გებრძვით, არამედ ვებრძვი ჩვენი სამღვდელოების რიგებს შეპარულ მამათმავლებს, გამომძალველებს, მექრთამეებს და სხვა უმსგავსობათა მოქმედ ადამიანებს.

თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ყოველივე ამას მე ვებრძოდი ჯერ კიდევ 1967 წლიდან, ე.ი. იმ პერიოდიდან, როდესაც საბოლოოდ დავრწმუნდი რომ ეს მანკიერი მოვლენები სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ჩვენს ეკლესიას. ამავე მიზეზით იყო გამოწვეული ჩემი ბრძოლა ბიძინა კერატიშვილთან (ყოფილ “მიტროპოლიტ გაიოზთან”) და არა სხვა რაიმე ინტერესით.

ამჟამად, მე მოგიწოდებთ თქვენ, ჩვენი ეკლესიის მამამთავარს, ებრძოლოთ ამ საგანგაშო მოვლენებს. მე მოვუწოდებ აგრეთვე ყველა ქართველს, ვინც თავისი ერისა და ეკლესიის ღირსებას პატივს სცემს, ამხილოს ეკლესიაში შემოხიზნული ქვაბ-ავაზაკნი და მამათმავალნი, ვიდრე საბოლოოდ არ განიწმინდება მათგან ჩვენი ეკლესია.

საჭიროა, აგრეთვე მხილება იმ პირთა, ვინც ანგარებით თუ სხვა მიზნებით ხელს აფარებენ ქვაბავაზაკებს და მამათმავლებს და მით ფაქტიურად, მათი დანაშაულის თანამონაწილენი ხდებიან.

პატივისცემით, ზვიად გამსახურდია.

1980.6.III.

პატრიარქის პასუხი:

"სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებულ გივი შალვას ძე მაისურაძეს

მოგახსენებთ, რომ მოქალაქე ზ.კ. გამსახურდია იდენს მოქმედებას, რომელიც არ შეეფერება საბჭოთა მოქალაქეს. იგი ლანძღავს სამღვდელოესობას და ეკლესიას, რაც დაუშვებელია სსრკ კონსტიტუციით. ამასთან ერთად წარმოგიდგენთ მის მიერ წარმოდგენილი დეპეშის ასლს.

გთხოვთ მიიღოთ შესაფერისი ზომები მსგავსი ბოროტმოქმედების აღსაკვეთად. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II."

28.06.83

ნანახია: (1538)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას