ოლეგ ჩესლავსკი
გერმანიაში ძეგლი დაუდგეს ლენინს - ბნელა ევროპაში?
რადიკალები იცვლიან ფერს - წითლები, მემარცხენეები, ანტიფაშისტები, კომუნისტები და მარქსისტები - სულ უფრო ხშირად იპყრობენ საინფორმაციო საშუალებების ყურადღებას, მაშინ, როდესაც მემარჯვენეთა იდეები მასებში კარგავენ პოპულარობას.
დღეს მოზარდებმა იმიტომაც იციან საუკეთესოდ, ვინ არის რომანტიკული კაციჭამია ჰანიბალ ლექტერი, ხოლო ჩე გევარა და ლენინი მათთვის გახლავან რევოლუციის სიმბოლოები!
წარსულის აჩრდილები თან სდევენ კაცობრიობას - ბევრი როდია მზად უარი თქვას სათანადო იდეოლოგიაზე - რელიგიაზე ხომ, ნუღარ იტყვით - ცალკეა სალაპარაკო!
ისლამის გავლენის ზრდა ევროპაში, კათოლიკური საკულტო ნაგებობების შეცვლა მეჩეთებით - ეს ყველაფერი ს პროგრესით გატაცებული ევროპელთა ნაწილის უყურადღებობის შედეგია, რომელნიც ტექნოლოგიური პროგრესიდან თავის დახსნას ცდილობენ მათთვის ყველაზე ნაკლებად მისაღები რელიგიის ჩრდილში.
ამ სერიიდანვეა კომუნიზმით გატაცება.
ამ სერიიდან არის აგრეთვე დასავლეთ გერმანიის ქალაქ გელზენკირხენში სისხლიანი ჯალათის - ლენინის ორმეტრია ნი ქანდაკების დადგმაც.
გერმანიის მარქსისტულ-ლენინური პარტიის მემარცხენე რადიკალები აზრზე არ არიან, ვის დაუდგეს ძეგლი!
მათ რბილ, პროგრესული დასავლური ცივილიზაციით განაზებულ ტვინებში, ეს - არის რევოლუციონერის რომანტიკული სახე, რომელიც დიდად არ განსხვავდება მისი ალიკვალის - მემარცხენე რადიკალთა კიდევ ერთი კერპის, ჩე გევარასგან.
ისინი ამ პირსისხლიან მკვლელებში ხედავენ იმას, რისი დანახვაც სურთ - მითიურ სამართლიანობისათვის მებრძოლებს!
თუმცა, ეს ხომ ნორმაა მემარცხენეებისათვის - რომლებიც ცხოვრობენ კაპიტალისტური საზოგადოების მიღწევათა ხარჯზე და სწორედ ამ საზოგადოებას უპირებენ დამხობას, რათა ყველა გაათანაბროს მათხოვრულმა არსებობამ!
ნანახია: (1496)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას