logo.png

უარი ნაძალადევ მადლიერებას!

როგორც პოლონური საინფორმაციო საშუალება - niezalezna.pl იუწყება, პოლონურ ქალაქ ლეშნოში აიღეს წითელი არმიისადმი მადლიერების გამომხატველი მონუმენტი, რომელიც აქ იდგა მეორე მსოფლიო ომის დამთავრების დროიდან.

მის ორ მემორიალურ დაფაზე, პოლონურ და რუსულ ენაზე ეწერა: „მარადიული ხსოვნა საბჭოთა კავშირისა და პოლონეთის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირებს“.

მის ნაცვლად, ქალაქის თავის წინადადებით, დაიდგმება კაჭარი ლეშნოს პოლონეთის საზღვრებში დაბრუნების 100 წლისთავთან დაკავშირებით.

ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთის ამ პატარა ქალაქის ადმინისტრაციის მსგავსი ქმედება ბუნებრივად ეწერება ისტორიის საზრისის გადახედვის იმ კამპანიაში, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს პოლონეთში. დღეს აქ საყოველთაოდ  არის დეკლარირებული, რომ მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, რვა ათეული წლის წინ - 1939 წლის 17 სექტემბერს, განმათავისუფლებლის მანტიამორგებული საბჭოთა კავშირის პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლით სინამდვილეში მოხდა პოლონეთის გაყოფა ორ ტოტალიტარულ სახელმწიფოს შორის!

 

ნანახია: (1636)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას