logo.png

რუსეთის პრეზიდენტის პედოფილია და საქართველოს დანაშაული პუტინის წინაშე

 

როგორც ფრიად რესპექტაბელური საიტი, https://censor.net.ua/photo_news/322220/shokiruyuschie_obvineniya_v_hode_suda_v_londone_vyyasnilos_chto_litvinenko_obvinyal_putina_v_pedofilii

აღნიშნავდა, ამ რამდენიმე წლის წინ ლონდონის სასამართლოზე გაჟღერებულა ბრიტანელი იურისტის - რობერტ ტამის  შოკისმომგვრელი განცხადება - რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მოკლული მზვერავი ლიტვინენკო, სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე, ვლადიმერ პუტინს ბრალს სდებდა პედოფილიაში!

აი, რას წერდა ლიტვინენკო 2006 წლის ოქტომბერში:

„რატომ არ მიიღეს პუტინი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პირველ მთავარ სამმართველოში - და რატომ არ მიაკარეს საზღვარგარეთის  ქვეყნებში მზვერავის სამუშაოს? მიზეზი იყო მისი პედოფილია!

«ФСБ»-ს დირექტორობის პერიოდში კი მან გაანადგურა ყველა ვიდეოჩანაწერი, სადაც ის პატარა ბიჭუნებთან ავხორცი ვნებით იყო აღტყინებული!

იმის თაობაზე, რომ პუტინს სქესობრივი გადახრები აქვს, წერდა მის საიდუმლოებით მოცულ სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე გაზეთ „სოვერშენნო სეკრეტნოს“ მთავარი რედაქტორი -არტემ ბოროვიკი.

როცა იბადება კითხვა, რატომ კოცნის პუტინი მუცელზე ბიჭუნებს? პასუხი მარტივია - იმიტომ, რომ ის არის პედოფილი!

ეგრეთ წოდებული ჩეჩმისა და სქესის თემები სულ თან სდევს პუტინს და, როდესაც ის შემთხვევით გადაეყრება  საკუთარი სექსუალური ლტოლვის ობიექტებს, სრულებით კარგავს საკუთარი თავის კონტროლს და საჯაროდ ჩაიდენს ხოლმე ისეთ საქციელს, რომელიც სცილდება არათუ საოქმო ღონისძიებების ნუსხას, არამედ წესიერი ქცევის ნორმებს. ხოლო ამ საქციელის ახსნა, როგორც წესი, არც პუტინს და არც მის მრავალრიცხოვან მხლებლებს არ შეუძლიათ!“

ამ წერილიდან ერთი თვის შემდეგ ლიტვინენკო საშინელი მომწამვლელი ნივთიერების გამოყენების შედეგად დაიღუპა ინგლისში!

პედოფილიაში ლიტვინენკოს მიერ პუტინის დადანაშაულება  ჯერ კიდევ მაშინ ბევრით ვერაფრით გააკვირებდა პუტინის თანამემამულეებს.  რად უნდოდათ მათ ლიტვინენკოს შეხსენება, როცა მოსკოველებს არ დავიწყნიათ, ტელეკამერების წინ წითელ მოედანზე როგორ აკოცა მან მუცელში 6 წლის ბიჭს - ნიკიტას. რუსეთის პრეზიდენტის უცხო ბავშვების და, მეტწილად ბიჭუნების,  საკმაოდ საეჭვო  მოფერებები, რომელთაც  თან სდევს ჩახუტებები და ხშირად, კოცნები - ფიქსირდება თითქმის ყველგან, სადაც კი მას უხდება გამოჩენა. მის ჟინს ატანილ ღიმილს და სახის გამომეტყველებას ყურადღებას აქცევენ ფსიქიატრები და სექსოპათოლოგები.

ხოლო როგორი დასკვნები არსებობს ფსიქიატრიასა და სექსოპათოლოგიაში პედოფილიისათვის?

„პედოფილიის გამომწვევი ერთი უმთავრეს ფაქტორთაგანი გახლავთ პედოფილის მიერ ბავშვობაში საკუთარ თავზე განცდილი სექსუალური ძალადობა.

პედოფილების პროცენტი, რომელთაც  ბავშვობაში განუცდიათ სექსუალური ძალადობა, მერყეობს ძალიან დიდ ამპლიტუდაში - 28-დან 93 პროცენტამდე.

პედოფილების 60 % აღნიშნავს ბავშვობაში მოზრდილთაგან სექსუალურ ძალადობას, ხოლო 75% -  საერთოდაც 12 წლამდე მათზე ამა თუ იმ ხასიათის სექსუალურ ზემოქმედებას.

პედოფილია ძირითადად ფსიქასთენიური,  ისტეროიდული და ასთენიური დარღვევების მქონე პიროვნებათა ხვედრია. პიროვნულად, პედოფილებისათვის ნიშნეულია ფსიქოსექსუალური ინფანტილიზმი, სექსუალური ფრუსტრაციები და სექსუალური ფობიები“.

ადმინისაგან:

როგორც ვხედავთ, ზემოაღწერილი სიმპტომთა კომპლექსები სრულად შეესატყვისება პუტინის მახასიათებლებს, რომლის ფსიქოლოგიური თავდაცვითი  ჰიპერკომპენსაცია ვერ მალავს ვერც ფსიქასთენიურ, ვერც ისტეროიდულ და ვერც ინფანტილურ გამოვლინებებს!

მაგრამ ყოველივე ამისაგან ჩვენთვის, ქართველებისთვის, ყველაზე დიდი თავშისაცემი ის გახლავთ, რომ, სავარაუდოდ,  სწორედ ჩვენ მიგვიძღვის ბრალი პუტინის პათოლოგიურ პიროვნებად ჩამოყალიბებაში.

როგორც ცნობილია, პუტინი 10 წლამდე სწავლობდა სოფელ მეტეხის სკოლაში და ყველას შეუძლია წარმოიდგინოს - მისი, როგორც უკანონო შვილის ბედი, ქართლის შუაგულში, სადაც განსაკუთრებულად ფასობს დიასახლისის ზნეობრივი სახე და ოჯახური ტრადიციები.

თანასოფლელები დღეს ზოგჯერ ღია საუბარში და ზოგჯერ - ქარაგმულად აღიარებენ, რომ მრავალგზის გამხდარა პატარა  დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტი.

მაგრამ, ჯერ რომ არავის საჯაროდ არ განუცხადებია, გახლავთ ის, რაც არის პედოფილიის მთავარი გამომწვევი მიზეზი - სექსუალური ძალადობა!

ვინ უწყის, თუ რამდენგზის განუცდია დაუცველ, უპატრონო ვოვას მოზრდილთაგან სექსუალური ძალადობა ბავშვობაში და რა სახის სექსუალური ზემოქმედებები არ ხდებოდა მის თავს!

და, ვაი რომ, სწორედ ჩვენი, ქართველების ბრალია, რა პედოფილურ აქტებსაც ახორციელებს პუტინი დღეს უმწეო ბავშვების მიმართ და კიდევ უარესი - საკუთარ ბავშვობაგამწარებული, რა დამანგრეველ ქმედებებს სჩადის არამარტო ბავშვების, არამედ მთელი კაცობრიობის - მსოფლიოსა და, სახელდობრ, საქართველოს მიმართ!

 

 

 

 

ნანახია: (1384)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას