logo.png
George Tiginashvili

არგუმენტირებულად აკრიტიკებ კონკრეტულ ხელისუფლებას? - ნუთუ იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებრიობას გმობ?!

არგუმენტირებულად აკრიტიკებ კონკრეტულ პედაგოგიურ კოლექტივს? - ნუთუ იმას ნიშნავს, რომ განათლების მოწინააღმდეგე ხარ?!

არგუმენტირებულად აკრიტიკებ კონკრეტულ მედპერსონალს? - ნუთუ იმას ნიშნავს, რომ მედიცინას უარყოფ?!

არგუმენტირებულად აკრიტიკებ კონკრეტული საფეხბურთო კლუბის შემადგენლობას? - ნუთუ იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთი გძულს?!

არგუმენტირებულად აკრიტიკებ კონკრეტული ტელეარხის ჟურნალისტურ სტაფს? - ნუთუ იმას ნიშნავს, რომ მედიის მიუღებლობა გაქვს?!

არგუმენტირებულად აკრიტიკებ კონკრეტულ სამხედრო პოლიტიკას? - ნუთუ იმას ნიშნავს, რომ პაციფისტი ხარ?!

არგუმენტირებულად აკრიტიკებ კონკრეტული საპატრიარქოს ადმინისტრაციულ კოლეგიას? - ეს რაღატომ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ეკლესიის მტერი ხარ?!

წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

ნანახია: (611)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას