logo.png
George Tiginashvili

მოსაყდრე შიოსა და ლევან ვასაძის ტანდემი

     მოსაყდრე შიოსა და ლევან ვასაძის ტანდემი არის კრემლის პროექტი. ეს რომ ასეა, ამაზე მეტყველებს, როგორც ამ ორი ადამიანის ბექგრაუნდი, დოსიე, "შემოქმედებითი ცხოვრება" და კონტაქტები, ისე მათი რიტორიკა, მსოფლშეგნება, გემოვნება და მიზანსწრაფვა.

თვალსაჩინოებისათვის, მოდით, მივყვეთ მოვლენათა ქრონოლოგიას:

2017 წლის 1 ნოემბერს საქართველოში იმყოფებოდა რუსეთის ეკლესიის ყველაზე ოდიოზური ფიგურა, მოსპატის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი - მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი), რომელმაც დახურულკარს მიღმა, კონფიდენციალური მოლაპარაკება გამართა რუსეთში დაბადებულ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან, რომელიც ყოველთვის ითვალისწინებდა ჩრდილოვან დირექტივებსა და КГБ-ს (შემდგომში ФСБ) მითითებებს დიდი პიეტეტით! ამ შეხვედრიდან ზუსტად სამი კვირის თავზე მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ქაშუეთის ტაძარში, გიორგობის დღესასწაულზე (23 ნოემბერი) "მოულოდნელად და საკრალიზებულად" გამოაცხადა მოსაყდრის ვინაობა და რაღა თქმა უნდა დაასახელა პატრიარქ კირილეს სიმპათია - ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, სენაკისა და ჩხოროწყუს "ღვაწლმოსილი, ამაგდარი და დამაშვრალი" მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), რომელიც მანამდე "თბილისელობისა და ელეგანტურობის" გამო რეკორდული სისწრაფით წინაურდებოდა საპატრიარქოს ადმინისტრაციის კარზე. შეგახსენებთ, რომ ეს ის მეუფე შიოა, რომელმაც 2008 წლის აგვისტომის ომის დროს საკუთარი ეპარქია (სადაც თვეში ორი დღითაც არ არის ხოლმე) მიატოვა განსაცდელში, მაშინ, როცა მისი სულიერი სამშობლოდან (რუსეთი) "ბრძენი" პუტინის ჯარისკაცები მოროდიორობდნენ, ძარცვავდნენ და აწიოკებდნენ ქალაქ სენაკს!

მიტროპოლიტი შიო - ეს არის ადამიანი, რომელსაც 17 წლიანი მღვდელმთავრული "მოღვაწეობის" მანძილზე ქვა-ქვაზე არ დაუდია საკუთარ სამწყსოში, რომელსაც არასდროს არავითარი პოზიცია არ დაუფიქსირებია არც რელიგიური, არც პოლიტიკური, არც სოციალური, არც კულტურული საკითხების შესახებ! ეს არის კაცი, რომელსაც სადოქტორო ნაშრომიც კი სხვებმა დაუწერეს, ეს არის "ინტელექტუალი", რომელიც დაუსწრებელზე სწავლობდა და შესაბამისად მოსალოდნელიც კია, რომ არ იცოდეს თუ რამხელა ანტიკანონიკური ნონსენსი და მკრეხელური ფენომენია სადღეისოდ "მოსაყდრის ინსტიტუტი"! ეს არის პიროვნება, რომელიც ასოცირებული და დაახლოვებულია ისეთ დესტრუქციულ, რეტროგრადულ, მარგინალურ, შავრაზმულ, ექსტრემისტულ ჯგუფებთან, როგორებიცაა: მმკ, ქართული იდეა, ქართული მარში, ნეონაცისტები, ქართველი დუგინისტები და ა.შ.

დაბოლოს, ესაა იზოლაციონისტი და ობსკურანტი მღვდელმთავარი, რომელიც გახლავთ სულიერი მოძღვარი ღია რუსოფილისა, ნატურით პოპულისტი ნარცისისა და "კავკასიელობის მოსკოვური ნარატივის" კულტივატორისა - ლევან ვასაძისა, ადამიანისა, რომელიც სარწმუნოებას იდეოლოგიად მოიაზრებს და ქრისტეს - საშუალებად! დიახ, მისი შეხედულებები ჩვეულებრივ ერეტიკული და უბირია, რადგან ჭარბად შეიცავს ეთნოფილეტურ, მესიანისტურ და სოციოპათიურ აქცენტებს!

მოარული ხმები ამბობენ, რომ სულ ცოტა ხნის წინ (მარტის ბოლოს), სწორედ მასთან იმყოფებოდა სტუმრად რუსი მილიარდერი ვლადიმირ ევტუშენკო. იგი ცნობილი მეწარმე, რუსული საინვესტიციო კომპანია „სისტემას“ მსხვილი აქციონერი და თავმჯდომარე გახლავთ, რომელსაც იმპერიალისტური და კოლონიალისტური განწყობებით იცნობენ. დიახ, ეს არის ე.წ. "წმინდა რუსეთის", სხვაგვარად, რომ ვთქვათ Русский мир-ის ქომაგი ბიზნესმენი. რა არის ეს კრედო? Русский мир — культурно-историческая идея международного, межгосударственного и межконтинентального сообщества, объединённого причастностью к России (Руси) и приверженностью к русскому языку и культуре.

ამრიგად, იცოდეთ, მოსაყდრე-ვასაძე - ეს ის რენეგატული კონგლომერატია, რომელსაც თუ ნებას მივცემთ საქართველოს ეკლესიას მტარვალი რუსეთის ოფიციალურ საეგზარქოსოდ, ხოლო სახელმწიფოს კი რუსეთის ფედერაციის ავტონომიად აქცევს "ზნეობის" შირმითა და "კონსერვატიზმის" ეგიდით! მათ იციან ტექნოლოგიურად, თუ როგორ მონუსხონ იმპულსური, ემოციური და გულწრფელი ქართული საზოგადოება, რომელიც პუტინის ემისართა აგიტაცია-პროპაგანდით დაზაფრული და დაბნეულია.

ახლა, შერჩეულია ყველაზე მოწყვლადი და რბილი ძალის გამტარიანობისათვის წამოსაკიდი თემა - ვითომ და "ოჯახის სიწმინდე" და ანტიLGBTQ მოძრაობა, რაც სინამდვილეში ცოდვის წინააღმდეგ არა ქრისტიანული სწავლებისა და სახარებისეული პრინციპებით მოქმედებას, არამედ ქურდულ-კაგებეშნიკურ მიდგომებს გულისხმობს! დიახ, კიკეთელი რაინდი სარგებლობს მოცემულობით, აწყობს ბუფონადას და წყალს ამღვრევს "ვოლგის" აქოთებული შლამით, რათა ანტიLGBTQ პროტესტი გადაზარდოს ანტიდასავლურ კონტენტში და ბეჯით-წარჩინებული ანდრია ჯაღმაიძის მსგავსად (რომელმაც დაწერა, რომ TV pirveli = LGBT) შესაძლოა EUROPE = LGBTQ ლოზუნგად დაამკვიდროს! სახელდობრ დასავლური ცივილიზაციის დემონიზება და რუსიფიკაციის იდეალიზებაა მათი ძირითადი პლათფორმა! ანუ რეალური მტრის (ოკუპანტის, დამპყრობლის) ჩანაცვლება ხდება კონსპიროლოგიურ-მითიური მტრით (აშშ-ევროპა)! ეს არის ამ კოლაბორაციონისტების მზაკვრული სპეკულაცია, რომელიც ანგაჟირებულ სარჩულს ატარებს!..

ის კიდევ ცალკე გროტესკული თემაა, მკვდრადშობილი "საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის" სახელოს, რომ ცოცხალი და არგადამდგარი პატრიარქის პირობებში ასისტენტი ჰყავს დეკ. ანდრია ჯაღმაიძის სახით. დაუბადებელ ბავშვს, რომ ძიძა დაუქირაოთ, მაგ დღეშია მისი საქმე, მაგრამ რას ვიზამთ, ეს ხომ საქართველოს საპატრიარქოა, რომელსაც წარმართული პანთეონის საგმირო ეპოსი აქვს მდგენელად და არა წმინდა წერილი და საეკლესიო (კანონიკური) სამართალი!..

თემას, რომ არ ავცდეთ, აქვე ერთ საგულისხმო დეტალზეც გაგიმახვილებთ ყურადღებას. დააკვირდით, თუ როგორ უნისონურად და ორკესტრირებულად "დაათბეს" რიტორიკა შევჩენკო-სალავიოვი-დუგინის ტრიომ საქართველოსადმი! ეს ტენდენცია, სწორედ კიკეთელის რჩევის საფუძველზე შემუშავებული ქურქია, სადაც "ტრანსფორმირებული, სოლიდარული, მეგობრული და გაკეთილშობილებული" რუსეთი უნდა გამოჩნდეს, რომელიც სენტიმენტებს აღძრავს (მათი აზრით) ბნელ ახალგაზრდებში და ნოსტალგიას - შუა ხნის ან მოხუც ჰომოსოვიეტიკუსებში! იცოდეთ, ეს თეატრალური დადგმა და კაკანათია!

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

ნანახია: (870)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას