logo.png

აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტები“ გამარჯვების აღლუმს დაესწრებიან მოსკოვში 24 ივნისს!

 

როგორც დიდი საინფორმაციო პორტალი https://news.rambler.ru/ იუწყება, მოსკოვის მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი,  9 მაისიდან გადმოტანილი აღლუმი გაიმართება 24 ივნისს! ეს დღე პუტინმა უქმედ გამოაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტმა დანანებით აღნიშნა - იმის გამო, რომ შეუძლებელია სოციალური დისტანციის დაცვა, „უკვდავი პოლკის“ მარში გადადებულია 26 ივლისისათვის, სამხედრო-საზღვაო ფლოტის აღლუმის შემდეგ.

საზეიმო ღონისძიებებს 24 ივნისს დაესწრებიან  სერბეთის, ხორვატიის, ყაზახეთის, მოლდავეთის, სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის პრეზიდენტები, სომხეთის პრემიერ-მინისტრი, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და რიგი სხვა ქვეყნების წარმომადგენლები.

ასე, მაგალითად, ბელარუსის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა: „ჩვენ, ბელარუსებმა, ჩავატარეთ პარადი 9 მაისს, რუსეთს კი არ ჩაუტარებია - ახლა უნდა ჩატარდეს მოსკოვში“,  თუმცა, მას  არ დაუზუსტებია, პირადად ჩავა, თუ სხვას ვინმეს გაგზავნის.

ნანახია: (1033)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას