logo.png
George Tiginashvili

ბოლო ჟამის საქათმე (ნაწილი VI)

    ივერიუსი მოხუცდა. შეიძლება ითქვას, რომ მისმა პატრონებმა მისი "გაპუტვა" გადაწყვიტეს. აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად Ф-ერმის С-ულძაღლი В-ობოლები, კერძოდ კი ჩრდილოეთის ზოოპარკის ხელმძღვანელები წინასწარ გადანახულ კანდიდატს ამოეფარნენ. ცხადია, იგულისხმება ბიბილოპოლიტი ხვითო, რომელსაც არასდროს "კვერცხი-კვერცხზე" და "ფრთა-ფრთაზე" არ დაუდია, იმდენად უმაქნისი ქათამი იყო მთელს ქათნოდში. მის დაქვემდებარებაში მყოფი ქათამპარქიაც აბსოლუტურად მიუხედავი იყო. ფაქტობრივად მან ერთი ქანდარაც კი ვერ გახსნა და სასირეთისთვის ორი ვარიაც კი ვერ დაადგინა მამლად.

უნდა ითქვას, რომ საოქტავიანე ტახტის მოქანდარის გვერდით ასოცირდებოდნენ საბურველოს ყველაზე მარგინალური და რეგვენი ფაუნელები. მაგალითად: მისი ასისტენტი - კიკეთა, რომელიც მართალია ქათმის ბუმბულში იყო გახვეული, მაგრამ საკუთარ ვირთხობაში ხშირად მჟღავნდებოდა მოგრძო კუდისა და წრიპინის გამო. რას არ ცდილობდა იმიჯურად, მაგრამ ვირთხულ ზნესა და ბუნებას ვერ იცვლიდა საწყალი. ამასთან, მათთან დაახლოებული პირი გახლდათ გავლენიანი და დათვებთან აგენტურულ კავშირში მყოფი ყეყეჩი და კოლაბორაციონისტი აფთარი - лев васясов, რომელიც მართალია საბურველოს სიმბოლიკებში გამოწყობილი დადის, მაგრამ სინამდვილეში ჩრდილოეთის ზოოპარკის რიგითი ბინადარია.

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს საქათმის მთავარი იურისტი ლამა - მონაშერ ზღვარსავა, რომელსაც დიდი ალბათობით "სისხლის სამართალი" - მენსტრუაცია ჰგონია.

აგრეთვე, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ბიბილოზი მიქარულ ბუტკოსველი, შედარებით ტაქტიანი კაკანის მქონე, მაგრამ მაინც ივერიუსის დეზთა მქლიბავი და სამშვინველით მონა.

აღსანიშნავია, რომ სასირეთის აპოლოგეტთა შორის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გროტესკული, გაუწვრთნელი და მოუღლელი პრიმიტივი გახლდათ ქათმის ბუმბულში გახვეული ძაღლი - ჯორჯი დარასირია, რომელიც შაშვობას აწვებოდა და ხშირად იღებდა ინტერვიუებს თავწაცლილი და ყველასთან ნაპეპლავები ქათმებისაგან.

აქვე არ უნდა გამოგვრჩეს რუხი ციცრის - რენას, ინტრიგანი მარჯვენა ხელი, სტერილიზებული და ნერვებს აყოლილი მძულვარე დედალი - ელპიდარ რათიბამშვილი, რომელსაც ერთადერთი მორჩილება აქვს სასირეთის ადმინისტრაციაში - მოაგროვოს ინფორმაციები გედებზე და მაქსიმალურად შეულახოს სახელი თითოეულ მათგანს ცილისწამებებით, რითაც, მისი აზრით უსაყვარლესი ივერიუსი კიდევ უფრო განდიდდება, ხოლო თავად კი ქულებს ჩაიწერს მატრიარქ რენას უციცარესობასთან.

არწივთ სათათბიროში ყველაზე მეტად საქათმეს ეტმასნება და იცავს ჯორების ნახირი, სახელწოდებით - "ნატრიუმთა ალიანსი" და მათი ლიდერები: დევივით ხარ მოურთავი და ვირმა ინანეშვილი. ორი ჰიბრიდული არსება, რომლებიც მუდმივ კონტაქტზე არიან დათვებთან და საბურველოს გაზოოპარკებას ცდილობენ. ისინი ხშირად სტუმრობენ სკინტლის მაგნატსა და ბიბილოპოლიტს - განაბას, რომელსაც საქათმის მმართველობა ბოლო დროს აქტიურად აშანტაჟებს ფარული პეპლაობისა და სკინტლიჭამიობის გამო და ხშირად აბურტყუნებს გედებისა და განვითარებული ფერმების საწინააღმდეგოდ.

მოკლედ, კიდევ მრავლად არიან ოდიოზური ფაუნის კოლექტივში თვალთმაქცი და ბუმბულგაწყვეტილი ბიბილოვანები, რაზედაც შემდეგში უფრო დაწვრილებით მოგახსენებთ.

/გაგრძელება იქნება/
გიორგი ტიგინაშვილი

ნანახია: (880)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას