logo.png

 

ლელა ჩხარტიშვილი -

 

„ბომჟი“

ამ ნახატმა ჩემი სახლის წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში მცხოვრები ერთი მათხოვარი კაცი გამახსენა...

არავინ იცის, როგორი ცხოვრება განვლო...და როგორ იქცაბომჟად“...ახლა რომ ასე გაბინძურებული და გაშავებულია, იქნებ ერთ დროს სულ მთლად ფერადიც კი იყო...რილკესი არ იყოს: „არ გინდა ჰკითხო?“..დედის ტკბილი რძის მერე რა სიმწარე შეასვა ამ უგულო დედინაცვალმა ცხოვრებამ....რა შხამს ამოანთხევს?...როგორი ბავშვობა ჰქონდა ან ჰქონდა თუ არა?...

თუმცა ბავშვობის საუფლოს მაინც თვალი და ხელი ფარავს დედის ან ანგელოზის...ბავშვობის მერე სიხარულის ნიჭს რაღაც აკლდება..მით უმეტეს, როდესაც მწარეა ხვედრი..სიხარულის წყარო შრება..,

რომ გგონია, რა უნდა ახარებდეს კაცს, რომელიც ნაგავსაყრელზე დაეძებს საკვებს..ღია ცის ქვეშ ათენ-აღამებს...არავინ ჰყავს...არავის დააკლდება..არავინ მოისაკლისებს....და უცებ...გზად გამოივლის ვიღაც ბავშვატატებული მგზავრი..ცდილობს სწრაფად ჩაუქროლოს ამბომჟს“, ბავშვი რომ არ შეშინდეს...სწრაფად გაარიდოს ბავშვი სტრესს..

.ამ სიცოცხლეგაარმებულ პირუტყვად ქცეულ კაცს კი, რომ გგონია, დანა პირს არ უხსნისო, დაღრეჯილი სახე უნათებდა...ჩამქრალ თვალებში სხივი უკიაფდება...ყურებამდე გაბადრული იცინის, უკბილო პირს აღებს და მთელი ძალით გაჰყვირის: _ დაილოცოს სიცოცხლე...იხარონ და იმრავლონ ამ პატარებმაო...


სიცოცხლე რომ ასე ნავარდობსდა ბევრი ლოცავს ამ ქვეყნად მოვლინების დღეს, ეს გასაგებია, მაგრამ ასეთი ტრაგიკული და სვეგამწარებული კაცისგან სიცოცხლის საგალობელის აღვლენას ჩემთვის მაინც სხვა ფასი აქვს..

ესენინისა არ იყოს (სხვათაშორის, ისიც ტრაგიკული იყო)...
„Будь же ты вовек благословенно,
Что пришло процвесть и умереть.“

 

სურათზე: რუსტამ ბაზაროვის ნახატიНачало формы

Конец формы

 

ნანახია: (1063)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას