logo.png

ლომისობაუძველესი ადრექრისტიანული ხანის

ქართული სატაძრო დღესასწაულ

 

ლომისობა მოძრავი დღესასწაულია და აღინიშნება აღდგომიდან მე-7 კვირას, არაგვისა და ქსნის ხეობაში. მისი სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლო მეორესოფელ მლეთაში.

ამ დღეს მლეთაში მლოცველები იკრიბებიან. ტრადიციის თანახმად, “დეკანოზები” (იგივე ხევისბერები) გამოასვენებდნენ დროშას დაფერხისას,” სიმღერით აიტანდნენ მთაზე, სადაც იმართებოდა დღეობა.

მლეთაში, წლებია ტარდება ღვთისმსახურება.

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ასმათ ოქროპირიძე: ღვთის წყალობით შემორჩენილი გვაქვს ერთი უძველესი ქართული დღესასწაული, რომელმაც გვიჩვენა, რომ მცხეთის ჯვრის ჭეშმარიტი ძირძველი ქართული საეკლესიო დღესასწაული დავიწყებას არ მისცემია. ეს არის ლომისის წმინდა გიორგის დღესასწაული.

ჩვენში ასეთი აზრი იყო ჩამოყალიბებული, რომ ლომისობა თითქოს არის მთის წარმართული დღესასწაული. სინამდვილეში კი ლომისობა უძველესი ადრექრისტიანული ხანის ქართული სატაძრო დღესასწაულია, რომელიც მთაში აძლიერებს მადლს მცხეთისჯვრის დღესასწაულისა.

ქართლის ცხოვრებიდანკარგად ვიცით წმიდა ნინოს ცხოვრება. როდესაც წმიდანი შემოვიდა საქართველოში და იქადაგა სარწმუნოება, იგი ავიდა მცხეთის მოპირდაპირე მთაზე, ილოცა და აქვე სასწაულებრივად გამოჩნდა ცაში ამაღლებული მბრწყინავი ჯვარი. ეს მოვლენა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, დღესასწაულად გამოაცხადა.

შემთხვევითი არ არის, რომ ლომისობა ემთხვევა მარტვილიის ოთხშაბათს. მთაში ქრისტიანობის გავრცელება ასეთი სახით მოხდა და სასწაულებრივი გამოჩენა ქრისტიანული სიმბოლო ჯვარისა, გადაეცა მთის ხალხს, როგორც დღესასწაული უშუალოდ ქრისტიანობის სიძლიერისა, რომელიც ხალხური ტრანსფორმაციით განხორციელდა იმ წმინდანში, რომელიც ქრისტიანული მრწამსის მოწამეობრივად და მედგრად დამცველი იყოწმიდა გიორგის პიროვნებაში.

https://zneoba.ge/2940/

 

ნანახია: (229)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას