logo.png

ალექსანდრე თაქთაქიშვილი 

ქართველი ქალის მონატრებული სახე

 

დადიხარ კორონავირუსიან ქალაქში და გეფეთებიან წინ ნიღბიანი ქალები.

დაეკარგათ კაცებს ის ერთადერთი ბედნიერება, პირმშვენიერი ქართველი ქალის დანახვა რომ ულამაზებდათ ქვეყნის ამჟამინდელ უნუგეშო ყოფას!

რა ხდება დღეს - მიდიხარ ქუჩაში და ზურგიდანაც კი ათას ეროვნების ქალში გამოარჩევ ქართველი ქალის მიხვრა-მოხვრას - მხრების სინარნარითა და თეძოების ამაყი ქნევით.

გადაუსწრებ და შემოგეფეთება თეთრი და შავი ნიღაბი!

რა ქართველი ქალისთვის შეგიხედია და რა - არაბის, თურქისა და სპარსისათვის!

რა ნიღბიანი ქალისთვის შეგიხედია და რა ჩადრიანი ქალისთვის!

ნიღბიანი ქალების დანახვა სულ უფრო მეტად მავსებს ეჭვით, რომ სწორედ ქალების მოგონილია  ჩადრი - ამ ქვემო აზიელი გონჯი ქალების, რათა როგორმე  გაეთანასწორებინათ ის უიმედოდ წაგებული უხილავი ბრძოლა ევროპელ ქალებთან!

სულო ცოდვილო და - გინდა თუ არა, ისიც მეფიქრება, რომ რელიგიური სხვაობის მიღმა, არ ექნებოდათ მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა არც ამ  ჩაჟამებულ ჩადრიან ქალებს, როდესაც ქართველები  აზიიდან გამორბოდნენ და ევროპასთან ცდილობდნენ დამოყვრებას!

მაგრამ დაგვრჩეს აზიაც თავის მურიან ტაფაში და ევროპაც იქით იყოს, ელისეს მინდვრებითა და იზლერის ბაღებიანად - მთელი მსოფლიოს ქალების ჰარემს ვერ გავცვლი ქართველი ქალის ერთ შემოხედვაში!

დღეს კორონამ ნიღბების მოხსნის მოუთმენლობასთან ერთად, სულ სხვაგვარი  მნიშვნელობაც შესძინა ადრე ოდენ პოეტური მომხიბლაობით სავსე  ლადოს სტრიქონებს:

„სხვა რომ არ იყოს, ჩვენ ამ ლამაზი ქალების ეშხი დაგვიფარავდა, თორემ მტრებს ისიც კი შეაშინებს, ერთხელ ხმამაღლა რომ ვთქვათ - მარაბდა!“

ნანახია: (1505)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას