logo.png

წერილის ავტორი გახლავთ, თავის დროზე საბჭოთა კავშირიდან ემიგრირებული, ცნობილი  ამერიკელი პოლოტოლოგი, ისტორიკოსი და პუბლიცისტი. გთავაზობთ ძირითად ფრაგმენტს მისი ვრცელი პუბლიცისტური წერილიდან.

 

 

იური ფელშტინსკი

ტრამპი - პუტინის კრემლისა და გაუნათლებელი თეთრკანიანი მამაკაცების იმედად!

 

 

ჩვენ გვაქვს პრობლემა - ბანალური, ძველი, როგორც შუა საუკუნეობრიობა  - ჩვენ შორის თურმე არსებობენ რასისტები!

ალბათ ბოლომდე არ დამიკარგავს რწმენა კაცობრიობაზე, მაგრამ ყოველთვის, როცა ასეთ რამეს უშუალოდ ვეხლები, ვამბობ ხოლმე  - ეს ხომ შეუძლებელია!

როდესაც წყვეტდნენ ჩეჩნებს 1995 და 1999 წლებში... როდესაც მთელ მოსკოვში დაძვრებოდნენ და აკავებდნენ ქართველებს 2008-ში... როდესაც  კლავდნენ უკრაინელებს 2014-ში... თითქოს შეუძლებელი იყო რუსულად წერა-კითხვის მცოდნეთა შორის ვინმეს მხარი დაეჭირა  მასობრივი მკვლელობებისთვის... არადა, თურმე ასეთი ადამიანები ყოფილან და თანაც - ძალიან ბევრნი!

მოვიდა 2016 და აქ, ამერიკაში, ჩვენმა უმცირესობამ ხმა მისცა ტრამპს, მაგრამ რაღაცნაირად, ეშმაკურად. და ის გახდა პრეზიდენტი. ამ დროს - ის ცნობილი გაიძვერა და თაღლითია. ყველაზე სავარაუდოა, რომ პუტინისა და კრემლის აგენტი ბრძანდება. პუტინის თვალსაწიერიდან ის კრემლის გადაბირებული აგენტია. გასარკვევი მხოლოდ ის არის, თვითონ თუ გრძნობს თავს კრემლის აგენტად, ან იქნებ სხვა აზრი აქვს პუტინთან ურთიერთობაზე?

მაგრამ ქმედებები თავისთავად ამხელენ მას:

თავად განსაჯეთ - პუტინის თხოვნით ზეწოლა საუდის არაბეთზე და მექსიკაზე ნავთობის მოპოვების შესამცირებლად და ფასების ასაწევად; პუტინის მიწვევა ამა წლის სექტემბერში „დიდ რვიანში“ ჩასართავად, საიდანაც 2014 წელს იყო გამოგდებული უკრაინაში შეჭრის გამო; კონფიდენციალურად, ერთი-ერთზე ნოემბრის არჩევნებში ტრამპის სასარგებლოდ ჩარევის გეგმის განხილვა!

მე ვფიქრობ, პუტინი ძალიან კამყოფილი უნდა იყოს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის - 2016 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეგავლენით. მსოფლიოს უდიდესი ძალმოსილების მქონე სახელმწიფომ, რომელიც მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის გახლდათ თავისუფლებისა და დემოკრატიის ეტალონი - საიმედო სამხედრო მოკავშირე, რუსული საბჭოეთის შეჭრისაგან ნატო-ს ქვეყნების დამცველი მეორე მსოფლიო ომის დროიდან, დღეს საკუთარი პოლიტიკის საფუძვლად გამოაცხადა იზოლაციონიზმი, ზურგი აქცია ყველა თავის ძირითად მოკავშირეებს (კანადა, მექსიკა და ევროპა): დაიფერთხა საკუთარი სპეცსამსახურები, მოახდინა მთელ მსოფლიოში სამაგალითო ამერიკული პრესის კომპრომეტირება და ამას დაემატა კორონავირუსი - უმუშევრობა (15-20%), ჯერთუნახავი საბიუჯეტო დეფიციტი და ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების შეჩერება.  და... პრეზიდენტი, რომლისგანაც თუ რამ ისმის, ეს არის ოდენ: “great”, “fantastic”, “nice” и “beautifulდა ამ დროს უკვე გარდაიცვალა 110 ათასი კაცი და ყოველდღიურად კვდება 1000 კაცი დღეში!

ხოლო, ვინ არის ამ კაცის ამომრჩეველი, ვინც ის გაიყვანა კლინტონის წინააღმდეგ? „FOX“-ის გამოკვლევებით დადასტურდა, რომ მისი მხარდამჭერების 57%-ს შეადგენენ გაუნათლებელი თეთრკანიანი მამაკაცები, ანუ მამაკაცები განათლების ცენზის გარეშე! ყველა სხვა კატეგორიაში მას 50%-ზე ნაკლები მომხრეები ჰყავს!

ამიტომაც არის მისი სტრატეგია ადამიანების გათიშვა ერთმანეთისაგან:

მიუქსიოს რესპუბლიკელები - დემოკრატებს, პოლიციელები - დემონსტრანტებს, არმია -  ხალხს, მდიდრები - ღარიბებს, თეთრები - შავებს... და მერე ამ ამღვრეულ წყალში გაიმარჯვოს 2020 წლის ნოემბერში ლოზუნგით: “Law and Order”.

ტრამპის მთავარი ტალანტია გორსალა ხიხოების ენაზე ლაპარაკი! მთელი მსოფლიოს გორსალები გაიხადა მოკავშირეებად (ლოზუნგით „გორსალებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“). ეს არის ტრამპის ჩვეული მეტყველება, მან სხვა ენა არ იცის.

იმიტომ, რომ თვითონ ვერ ამაღლებულა ამ გორსალობაზე და ხიხოობაზე და თეთრ სახლში შესული ძალიან ბევრი ადამიანიც დაწია საკუთარ დონემდე - საკუთარ აპარატში ჰყავს თავის თანამოაბჯრეებად. თანაც ახდენს იმის დემონსტრაციას, რომ ასეთი ტონით საუბარი არათუ შესაძლებელია, არამედ - აუცილებელია.

შემთხვევითია, რომ მიმდინარე რევოლუცია ტრამპის პრეზიდენტობას დაემთხვა? ცხადია, არა! ეს რევოლუცია ტრამპის მიერ იყო პროვოცირებული. ის ახლაც ცეცხლზე ნავთს ასხამს ყოველი თავისი გამოსვლით!

საპროტესო მოძრაობა, რომლის მომსწრენიც ვართ, სრულიად კანონზომიერი გახლავთ, რადგანაც ჩვენ შორის იმყოფებიან გორსალა-ხიხო-რასისტები, რომლებსაც კი არ ერცხვინებათ თავიანთი შეხედულებებისა, არამედ დაჰყავთ ტექსტები ტრამპის გონების დონემდე და სამეცნიერო დისკუსიებსაც კი მართავენ ამ თემაზე!

 

საიტი: https://www.kasparov.ru/material.php?id=5EDE198CF24A5

ნანახია: (1848)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას