logo.png
Lela Chkhartishvili

ზოგიერთი ადამიანი თავის მტაცებლობას იმით ამართლებს, რომ შვილებს სარჩო-საბადებელი უნდათ...ევროპაში ხარისხიანი „სტავლა-განათლება“ ხომ უნდათ...სხვის შვილებს, უკაცრავად პასუხია და, რუსეთის ერთი ადგილში შეტენვისთვის წირავენ..კარგის ფასი კი იციან...აბა თავიანთებს რუსეთს როგორ აკადრებენ?! შვილებს კარგი მანქანა უნდათ.. პრესტიჟული ბინები, კომფორტი ხომ უნდათ?...კი უნდათ...სიმღერასაც დაამღერებენ...გრუზინულად...„ყველა სათავისოდ დაგვკანკალებენ..ყველა თავისას გვთხოვს.. საყვარელს უნდა შენი თვალები.. საკაბე უნდა ცოლს..ლა ლა ლა...“ მრუშობა?..ეგ ხომ ქალისთვისაა ცოდვა, თორემ კაცისთვის იქნება და თავის მოსაწონებელიც იყოს!...უფულოდ ვის უნდიხარ?..დათა თუთაშხია მახსენდება: „მგელიც მისი ლეკვების შიმშილს გამოჰყავს საშოვარზეო“...მეტი ფიქრი არ იცის მგელმა...ფიქრობენ, რომ თავიანთი უბდრუკი თავების გახარებისთვის ღირს გადაუარონ ზვიადისნაირ, თუნდაც, მეუფე პეტრესნაირ ადამიანებს...მოეწყონ ამ ქვეყანაზე....ფესვი გაიდგან...გამოეჯიბრონ სხვებს თავიანთი უძრავ-მოძრავი ქონებით...შეახარბონ...ზემოდან ქვემოთ იყურონ...სხვათაშორის, ჩემს თაობაში ხარბი და მდიდარი ხალხის შვილების უმრავლესობა ან ნარკომანი გამოვიდა ან ჯიბგირი.. მშობლებო, ჩემი თხოვნაა, შვილებს ცოტა ხელის გასანძრევი დაუტოვეთ...შრომის ფასი ისწავლონ და თვითონაც შექმნან რაღაც..იწვალონ...იბრძოლონ! მატერიალური დოვლათი არ არის მემკვიდრეობა.. იოანე ოქროპირის თქმით.. „ყველაზე დიდი მემკვიდრეობა, რასაც მშობელი შვილს უტოვებს, ეს _ პატიოსნებაა.“

წერს ლელა ჩხარტიშვილი

ნანახია: (1376)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას