logo.png
Lela Chkhartishvili

ვითომ დავანგრიეთ საბჭოთა კავშირი..იმას რაღა უჭირდა.. ქე მაინც კორუფცია არ ყვაოდა.. მდიდარი კაცი მთლად კარგ კაცად არ ითვლებოდა.. ფილმებიდან, ყველას გვახსოვს, ვისაც ტყავის პლაში ეცვა ან „24“ ჰყავდა, ცუდი ბიძია იყო...კორუმპირებული....აშკარად და გაცხადებულად დიდ ქონებას ვერ შეიძენდი და ვერ გამოაჩენდი..არ შეიძლებოდა!.. ახლა ვართ რაღაც უარეს მარაზმში..ხალხი ერთმანეთს რომ უმტკიცებდა პარტიის ერთგულებას..ამ დროს ყველას ყველაფერი უკაცრავად და ფეხებზე ეკიდა....ლენინის უზარმაზარი ფოტო თუ არ გეკიდა კაბინეტში ან სადმე, „გერხეოდა“...პარტიის განდიდების გზით მიიღწეოდა თანამდებობები..ჩინები.. მედლები...კომკავშირობას ვერ, მაგრამ პიონერობას მოვესწარი.. ყელსახვევს ლენინის ნიფხვის ნაგლეჯს ეძახოდა ყველა, მაგრამ სავალდებულო იყო და ვიბნევდით...მასხრად იყო აგდებული უკვე ყველაფერი და ამიტომაც მოხდა მისი დანგრევა.. მაგრამ თურმე სად ხარ?...საბჭოთა კავშირი კუბში ახლა არის თუ არის...ამჟამად ეკლესიის განდიდებაში ეჯიბრება ხალხი ერთმანეთს...პოლიტიკოსებს დოღი გაუმართავთ.. გულში მჯიღს იცემენ.. არავინ არ ცხოვრობს ეკლესიურად.. არავის არ ახსოვს ქრისტე...უბრალოდ ჭირდებათ თავიანთი მერკანტილური მიზნებისთვის......პოლიტიკოსებს ჰგონიათ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მრევლია და ელექტორატის მოსაზიდად და თავის მოსაქონად მამაოებს ფულებს უხდიან ბიუჯეტიდან...ეკლესიურობა პოლიტიკოსების მხრიდან გამოიხატება მამაოებისთვის ფულების ჩუქებაში... სხვა არაფერში. ...(აბა ქრისტეს მიბაძვაში ხომ არა?)..ისიც სახელმწიფოს ბიუჯეტიდან... უკიდურესად გაღატაკებული ხალხის ხარჯზე...მიდის ამაზრზენი კეკლუცი, ტრიპაჩობა ეკლესიურობით, რელიგიურობით...მამაოებისთვის ფულების ჩაჯიბვა, რათა გამოვიდნენ ამბიონებზე და მრევლი დაარიგონ, ვის მიცენ ხმა არჩევნებში.....დასწყევლონ, შეაჩვენონ არასასურველი პიროვნებები. მათი დემონიზირება მოახდინონ, მორალურ-ფსიქოლოგიურად დაატერორონ მრევლი და ა. შ. ყველას ხალხი ნახირი ჰგონია...მიდის გაცხარებული ვაჭრობა..ქრისტეს სახელით..გაიხრწნენ, ფულის მონებად გადაიქცნენ.. ამ ტოტალური უმუშევრობის ფონზე ადამიანებს ეშინიათ სამსახურის დაკარგვის...„მუნ შეეშინა შიში, სადა იგი არა იყო შიში“..წერია ფსალმუნში...ღმერთის არავის არ ეშინია....არამედ გვეშინია ჩვენი ორი კაპიკის დაკარგვის...სიმწრით ვშოულობთ იმ ორ კაპიკსაც.. უმრავლეს შემთხვევაში გაცილებით ნაკლები ანაზღაურებაა გაწეულ შრომასთან შედარებით. და იმასაც ებღაუჯება კაცი და ეს ჯიპიანი მამაოები იოლად ნაშოვნ ფულებს აბა როგორ დათმობენ?..ქერის ორმოებს როგორ შეელევიან?....ამიტომ ცოფიანებივით აგდებენ თავიანთი წიაღიდან და კეთროვანივით იშორებენ ყველას, ვინც მათ უზნეობას ამხელს და ფულის კეთებაში ხელს უშლის..„ფული ბაბია, ფული.“.. რის ქრისტე.. რის სასუფეველი....რა ატამი.. რი ატამი... ფულია ღმერთი!....იერემია წინაწარმეტყველი რომ ადრიდა თავის ქვეყანას და ეკლესიას სამარცხვინო მეძავს, უკაცრავად და ტრაკი რომ წამოუხდია და სიშიშვლე მოუჩანს.. ამათაც ასე ჰგონიათ, პატიოსანი ადამიანების მოკვეთით დაიფარავენ სიშიშვლეს და სირცხვილს...ჯერ ზვიადის სისხლი ხომ შერჩათ ხახვივით...ჰგონიათ, ყველაფერი შერჩებათ..მიდი მოვდივარ რა...„ბლატაობენ“ კრემლით და მიჩმორებული ხალხის მხარდაჭერით ზურგგამაგრებულები და გულმიცემულები...ქვეყანა მაგათია.. ჩვენი სიცოცხლეც მაგათ ხელშია...ჰგონიათ, რომ სამოთხეც მაგათია.. მოსყიდული ტურების ხროვა!
ამასწინათ ერთი გოგო მწერდა...ახალმოდის პარტიის და კომკავშირის ერთგულების ერთ-ერთი დამამტკიცებელი, რომ ჩაეთვალოს სადღაც...სადაც ჯერ არს..ქულები დაიწეროს... ჩვენს ეკლესიას თავი დაანებეთო..ისაკუთრებენ კიდევაც ეკლესიას...ღმერთს.. ეს მეშჩანები და ფარისევლები.....წარმოგიდგენიათ, ხალხო?....სხვათაშორის, ეკლესია ჩემიც არის და ჩემნიარებისაც! მეც დავამთავრე სასულიერო სასწავლებელი.. ეკლესიაში ბავშვობიდანვე დავდიოდი.. არა გამორჩენის მიზნით..ან რაიმე ხეირისთვის... არამედ მთელი ჩემი რესურსით ვემსახურებოდი მას... მედავითნე ვიყავი წლების მანძილზე... გზის ფულს ვიღებდი მხოლოდ.. ერთი ქილა კორკოტი (პანაშვიდებზე იმდენი მოჰქონდათ, მჟავდებოდა)... არავის შემოუთავაზებია ჩემთვის...არც მომითხოვია არაფერი..არც მჭირდებოდა....ვშრომობდი, ვკითხულობდი, ვწერდი...როგორც მესმოდა.. როგორც მჯეროდა...მთელი ჩემი წლები ამას შევწირე.. და კვლავაც...მზად ვარ ვემსახურო იმას, რასაც ჩემი ღმერთი და ჩემი სინდისი მიკარნახებს...

წერს ლელა ჩხარტიშვილი

ნანახია: (1443)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას