logo.png

კორონავირუსისგან დაცული და დაუცველი ქვეყნები

 

როგორც „Deep Knowledge Group“-ის მონაცემებზე დაყრდნობით  „ Forbes“-ი იუწყება, კორონავირუსისაგან ყველაზე დაცული ქვეყანაა შვეიცარია, ხოლო ყველაზე დაუცველი - სამხრეთ სუდანი.

შეფასების კრიტერიუმებს წარმოადგენენ: კარანტინის ეფექტურობა, დასნებოვნებულთა გამოვლენა და სახელმწიფოს ეკონომიკა.

ამ რეიტინგის მიხედვით, პირველ და მეორე ადგილებზე არიან შვეიცარია და გერმანია, როგორც ქვეყნები - მყარი ეკონომიკით და მეცნიერულ საფუძვლებზე დამყარებულ შეზღუდვათა ფრთხილი კამპანიით; მესამე ადგილზეა ისრაელი, მეოთხეზე - სინგაპური, მეხუთეზე - იაპონია.

აშშ რუმინეთის შემდეგ 58-ე ადგილზეა, ხოლო რუსეთი - მე-60-ზე. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ აპრილში არ ირიცხებოდა 40 წარმატებულ ქვეყნის რიგებში.

განსაკუთრებულად სახიფათო რეგიონებად ითვლებიან  საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნები, სამხრეთ ამერიკა,ზოგიერთი ახლო აღმოსავლეთის ქვეყანა და აზიური წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნები.

ნანახია: (1613)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას