logo.png
Guram Lursmanashvili

 

ეპისკოპოსის ოჯახი


    ხშირად გვესმის მედიიდან, რომ ესპისკოპოსმა საკუთარ შვილს უძრავი ქონება უყიდა, საკუთარ ცოლს მანქანა აჩუქა და ა.შ. ჩვენს საზოგადოებაში კი ეს ყველაფერი საკმაოდ ნორმალურად აღიქმება, რადგან ხალხმა იცის, რომ ეპისკოპოსი ოჯახთან კი არ ცხოვრობს, არამედ უბრალოდ ზრუნავს მასზე. ეს მიდგომა საფუძველშივე ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებასა და ტრადიციას. ეკლესიამ იმიტომ არ აკრძალა დაქორწინებული სამღვდელოებიდან ეპისკოპოსის გამორჩევა, რომ ცოლთან სექსუალური ურთიერთობა ცოდვაა, არამედ იმიტომ, რომ ეპისკოპოსს არ დაეხარჯა ოჯახზე ზრუნვისათვის ის დრო და რესურსები, რაც მან ეპარქიას უნდა მოახმაროს. სანამ ამ ისტორიულ რეალობას არ გავიაზრებთ, იქამდე მოგვიწევს მშვიდად ვუყუროთ ეპარქიისათვის შეწირული ქონებით, ეპისკოპოსთა ,,გამდიდრებულ ოჯახებს."
     ერთგან ფლოროვსკი წერდა: ,,აღმოსავლურ ქრისტიანობაში დაქორწინების ან უცოლოდ დარჩენის გადაწყვეტილება, ხელდასხმამდე უნდა მიღებულიყო. თუკი ვინმე ხელდასხმამდე დაქორწინდებოდა, დაქორწინებულივე უნდა დარჩენილიყო, მიუხედავად იმისა, რომ უძველესი ეკლესია საკითხზე გარკვეულ გამონაკლისებს ამოწმებს.'' ჩვენ კი ავდექით და ეს გამონაკლისები პირდაპირ პრაქტიკულ ტენდენციაზე დავიყვანეთ. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, როდესაც საქართველოში ერთი ეპარქია დაქვრივდა (????დააკვირდით ტერმინს, დაქვრივდა და არა დაობლდა. დაქვრივდა ის ვინც დაკარგა მეუღლე, დაობლდა ის ვინც დაკარგა მშობელი. ეპისკოპოსი ეპარქიისთვის არის მეუღლე და არა მშობელი), ერთ მღვდელს, ძალიან კარგ მეოჯახეს, რომელსაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავდა, პირდაპირ შესთავაზეს ამ ეპარქიის ეპისკოპოსობა. საბედნიეროდ მან უარი განაცხადა. არ ვიცი რამდენი ხედავთ, მაგრამ ფაქტია, რომ ეპისკოპოსის როლის გაუაზრებლობამ ფეოდალიზმამდე მიგვიყვანა. სხვაგან, სადაც ჩვენთან შედარებით ნორმალურად მიმდინარეობს საეკლესიო ცხოვრება, ძალიან ხშირად ეპისკოპოსებს ბერული აღთქმისაგანაც ათავისუფლებენ ხოლმე (უპოვარება, მონასტრიდან გაუსვლელობა, ლოცვითი კანონები), რადგან ის დრო,რაც მან ეპარქიაზე ზრუნვაში უნდა გაატაროს, არ დაკარგოს სხვა საქმეში. ეპისკოპოსი, დღევანდელი ტერმინით რომ ვთქვათ, არის ,,მენეჯერი", რომელიც დილიდან დაღამებამდე ეპარქიაზე უნდა ზრუნავდეს, მას სხვა საფიქრალი უბრალოდ არ უნდა ჰქონდეს.
     კიდევ ერთი ,,ქართული ტრენდი" ის გახლავთ, რომ ძალიან ხშირად, სასულიერო პირები, მას შემდეგ რაც ასაკის გამო ეცვლებათ სექსუალური თანაცხოვრების საკითხები, ბერად იღკვეცებიან. )უბრალო მღვდელი ხდება მღვდელ-მონაზონი, დეკანოზი-იღუმენი...). ესეც სავსებით მისაღებია, უფრო მეტიც, წახალისებულია ჩვენთან, რაც პირდაპირ ვიტყვი, რომ არის ქორწინების საიდუმლოსა და მეუღლის ღალატი.როდესაც ერთი მეუღლე თვინებურად ტოვებს საოჯახო უღელს და მიდის ,,სხვაგან" (ეს შეიძლება იყოს სხვა ქალი ან სხვა ,,ტრაპეზი"), ესაა ღალატი. ქორწინების საიდუმლოს აღსრულებისას ტყუილად არ ამბობს მოციქული ,,რომელიც ღმერთმა შეაუღლა, კაცნი ნუ განაშორებთო." ამ ,,კაცნში", მხოლოდ მაცდურად გამოწყობილი და ვულგარულად მოქმედი ქალები არ იგულისხმებიან, არამედ ის ხალხიც, ვინც რელიგიური მოტივებით ოჯახების დანგრევას უწყობს ხელს.
#ნუიქნებიმოღალატე!

წერს თეოლოგი გურამ ლურსმანაშვილი

 

ნანახია: (1612)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას