logo.png
George Tiginashvili 

1991 წელს, როცა საბჭოთა კავშირის მონოლითური, ფლიდური, ჩაკეტილი და ტოტალიტარული სისტემის დემონტაჟი მოხდა, მანამდე ყველა ხვდებოდა და გრძნობდა, რომ ძირგამომპალი რეჟიმი დიდხანს ვეღარ გასტანდა. ცხადია ამას კარგად აცნობიერებდნენ კრემლშიც და აგონიურ პერიოდში გამალებით უკვეთავდნენ პროპაგანდისტულ სიუჟეტებს, გადაცემებსა და სტატიებს ლოიალურ ტელევიზიასა და დამონებულ პრესას. ამასთან, უზნეო და სულგაყიდული იმბეცილები, ქალამანები, ფოსტალები და ერთუჯრედიანი ამებები მაშინაც ომახიანად ბოდავდნენ “იმპერიის ძლევამოსილ და სრულყოფილ” მოცემულობაზე და კარიერისტული თვალთმაქცობით ნამუსს უნახავდნენ ნაკელში ჭიაყელებივით ჩამალულ თანამდებობის პირებს.

ამჟამინდელ ვითარებას, რომ ვუყურებ, საპატრიარქოს ადმინისტრაციაც ზუსტად ისეთივე გროტესკულობით იქცევა, როგორც დუმის იმდროინდელი დეპუტაცია და პოლიტბიუროს ჩინოვნიკები მოქმედებდნენ. სხვადასხვა ტელევიზიებში დაატარებენ აბსოლუტურად არაკვალიფიციურ და არაკომპეტენტურ მღვდელმთავრებს და კონსპიროლოგიური თეორიების კულტივატორ მღვდლებს, რომელებსაც მლიქვნელობისათვის ზუსტად იმავე საბჭოური პრინციპით აჯილდოვებენ, როგორც КГБ აფასებდა საკუთარ შეგირდებს, ანუ დაახლოებით ისე კომიკურად, როგორც ამას ბრეჟნევის “მოამაგე” და ფლიდი მაიორები იღებდნენ ხოლმე, კოსტუმზე რომ ტევა აღარ ჰქონდათ მედლებისათვის.

დიახ, გამოდიან და ყვებიან 1001 ღამეს მეფე შაჰრიარზე და მის ცოლზე შაჰრაზადაზე. შიო, ნიკოლოზი და იაკობი - უტიფარ ეპისკოპოსთა კოლექტივი (Tройка - შინსახკომთან არსებული სამეული) კომპარტიის ეგოისტი მაღალჩინოსნებივით იქცევა, რომელსაც ჯიუტად არ სურს იმის გაგონება, რასაც მათ კანონიკური სამართალი და მორალი ავალდებულებს!

პროტოპრესვიტერის პიროვნების მედლის ორივე მხარეც ძალიან საინტერესოა. პირველ მხარეს ის ჩვეულებრივი ჟირინოვსკია (ვიწრო სივრცეში, მრევლთან, სტუდენტებთან და ლექტორებთან), ხოლო მეორე მხარეს კი “სიზმარა”-ში, რომ ძილის მინისტრია – “მოვფრინავ ბატონო, მოვფრინავ, ამ წუთში თქვენთან გავჩნდები” ტიპის კონფორმისტი.

პარალელისთვის, თუკი საბჭოთა კავშირის დაშლა მიმდინარეობდა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და დემოგრაფიულ ფონზე, ამათი ჩამოშლა მიმდინარეობს სამართლებრივ, მორალურ, სულიერ, ინტელექტუალურ და სოციალურ დონეზე.

მოცემულობა კი არსებითად არ შეცვლილა. ასე იყო მაშინაც, თუ ძერჟავას აქებდი - "დიადი იდეალების მქონე იყავი", თუ აკრიტიკებდი - "ხალხის მტერი"!

მოკლედ, დოსტოევსკი, რომ ცოცხალი იყოს “იდიოტს” ხელახლა დაწერდა. ცხადია, თავადი მიშკინის როლში კენგურუების გალანტურ მწყემს შიოს წარმოგვიდგენდა, ნასტასია ფილიპოვნას როლში – შორენა თეთრუაშვილს, ხოლო როგოჟინად კი დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაასახელებდა.

მოკლედ, რა გითხრათ?! რით გაგახაროთ?! სტალინიზმი და დექრისტოცენტრიზმი ყვავის საპატრიარქოში!..

წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

ნანახია: (1396)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას