logo.png

გადაწყდა - ჯო ბაიდენი შეებრძოლება დონალდ ტრამპს!

 

როგორც  Associated Press“ იუწყება,  ჯო ბაიდენმა დააგროვა საკმარისი ხმები დემოკრატებისაგან, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. აშშ-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს მხარს უჭერს  1995 დელეგატი.

თავის გამოსვლაში 77 წლის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივი იყო პაექრობა ყველაზე დიდი ტალანტის მქონე დანარჩენ კანდიდატებთან, ვინც კი ოდესმე წარუდგენია დემოკრატიულ პარტიას.

მან ხაზი გაუსვა აშშ-ის ამჟამინდელ მძიმე დროებას და აღნიშნა, რომ მოქმედი პრეზიდენტის - დონალდ ტრამპის წინააღმდეგობრივი პოლიტიკა ვერ სცემს პასუხს თანამედროვეობის გამოწვევებს!

სააგენტო აღნიშნავს, რომ ექს ვიცე-პრეზიდენტი დიდი პოპულარობით სარგებლობს შავკანიან მოსახლეობაში.

აშშ-ში არჩევნები ტარდება ნოემბრის დასაწყისში, სადაც დემოკრატთა კანდიდატი დაუპირისპირდება ამჟამინდელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

ნანახია: (1585)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას