logo.png
Beqa Chichinaze

როგორ ებრძოდნენ საქართველოში შავ ჭირს მე- 14 საუკუნეში, რომელმაც კაცობრიობის მესამედი იმსხვერპლა ?

საქართველოში მოუწყვიათ კარანტინი, რომლის დარღვევა ჯარიმით ისჯებოდა, ასევე იყენებდნენ კრემატორიუმს - საკირეს ავადმყოფთა ნეშტის დასაწვავად, ყველაფერ ამაზე გვიყვება სვანეთში შედგენილი უნიკალური დოკუმენტი - დაწერილი სეტის მთავარმოწამისადმი, ოსეთიდან გადმოსულ შვიდ სვანს ჭირი შემოუტანია:

,,სეტისა მთავარმოწამისა თავსდებობითა და შუამდგომლობითა, მაცხოვრისა ლაღამისა თაუსდებობითა და შუამდგომლობით დაუწურეთ და დაუდევით დაწერილი ესე, ჩუენ ლაღამელთა და
სეტიელთა ყუელამან. ხევმან ერთობილმან, მას ჟამს ოდეს შუიდმან მოსახლემან სნეულობა
ოსეთით მოიღეს, ამოსწყვიდეს ქუეყანა, (••••••მათ, ვინც ისევ დაარღვევს კარანტინს) გარდავახდევინოთ იბარა (ჯარიმა), რაგუარცა პასუხის გამცემნი ჩუენ ლაღამელნი და სეტისა ხევი ვართ, მისი პირი და პასუხის გამცემი. რაცა მოგუსულია იბარა, შეგუეწირავს მაცხოურისა სკარეშისა. (ჯარიმა შეეწირება სკარეშის მაცხოვარს),
თუ ვინ ვინცა ამა იბარისაგან შეიქცა, „ვაი“ თქვა — ეგმოს მამაი, ძე, სული წმიდა, (ვინც არ გადაიხდის ჯარიმას იწყევლება).
ვინცა ესე დაწერილი შეშალოს, კურულიმცა არს სული და ხორცი მისი აქა და მას საუკუნესა“.
,,ვინც იმ საკირესა შეასუენებს (ჭირით გარდაცვლილ) მიცვალებულსა და დიდ(ე)ბელ ღმერთსა გასცესა, იგი კაცი ადიდოს ღმერთმან: ვინც ამ საკირსა შიგა მისისა მიცვალებულის სული .....სუნოს, საშენდობოი გასცეს, იმ
კაცის, მიცვალებულსა შეუნდოს ღმერთმან...(თემის წევრებს არ სურდათ მიცვალებულის საკირეში დაწვა, დოკუმენტი არწმუნებს მათ, რომ ყველა რიტუალის შესრულება მიცვალებულის საოხად ასეც შეიძლება)
ვინ გინდა კაცმან დაგვიშალოს, თორმეტი ჩაფი ლუდი გარდავახდინოთ იბარად (ჯარიმად), დიდებაი საფლაუსა ქრისტესა, ღირს ყუვენი შეხვეწაი!“

რაც შეეხება ქრისტეს საფლავის გახშირებულ ხსენებას მეთოთხმეტე საუკუნის სეტის დოკუმენტებში, ამის მიზეზი ის უნდა იყოს, რომ ლათინი პილიგრიმების მიხედვით ეგვიპტის სულთანმა ქრისტეს საფლავი ამ ხანებში ქართველებს დაუთმო, სეტის დოკუმენტების მინაწერებიდან ჩანს, რომ ,,ერთობილი ჴევი სვანეთისა" აქ მრავლად გზავნიდა პილიგრიმებს კოლექტიური სათხოვრით, სალოცავად, მაგ. ჭირის შესაჩერებლად.

წერს თეოლოგი ბექა ჭიჭინაძე

ნანახია: (1606)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას