logo.png

 

Zurab Aroshvili

კგბ, სუკ-ი.

მაინც რას ნიშნავდა მღვდელმსახურთა თანამშრომლობა სუკთან? სხვადასხვანაირად გამოიხატებოდა. გააჩნდა ვის, რა საეკლესიო მდგომარეობა ჰქონდა იერარქიულად და ადმინისტრაციულად. 90- იანების დასაწყისში რამდენიმე მღვდელმა აღიარა ვიწრო წრეში - გვიბარებდენ, შეკითხვებს გვაძლევდნენ ამა თუ იმ შიდა საეკლესიო საქმეებზე და მრევლის შესახებო. (ცნობისთვის. აღსარების ჩაბარება ყველა მღვდელთან არ შეიძლებოდა. ეს ვიცოდით დისიდენტებისგან და რამდენიმე შედარებით სანდო მღვდლიდან). ზოგმა ისიც აღიარა, რომ საზღვარგარეთ გასვლის დროს რაღაც გარეგნულად, უწყინარ დავალებებს ასრულებდნენ. მაგალითად - იქ ვინმეს შეხვდებოდნენ, რამეს გადასცემდნენ ( ძირითადათ სიტყვიერად) და ისინიც რამეს გადმოსცემდნენ აქ ჩამოსატანად. - სხვა არაფერიო, იფიცებოდნენ მღვდლები. ალბათ დასაჯერებელია. დაბალ დონეზე მეტი რა უნდა დაევალებინათ.
მაღალ დონეზე კი აქ, ამ ნაწილში მხოლოდ ერთ ამბავს მოვყვები (დანარჩენს იქ სადაც ე.წ. ეკუმენიზმს შევეხები). პატრიარქზე, რისი უნებლიე მოწმეც მე გავხდი. -
80-იანებია. პატრიარქი იერუსალიმში წავიდა. მაშინ იქ პატრიარქი დიოდოროსი იყო. ბარემ, აქვე დავსძენ. მაშინ იერუსალიმში ცეცხლის ჩამოსატანად არ დადიოდნენ. ეგ ცეცხლთაყვანისცემის ამბავი მოგვიანებით გაჩაღდა რუსეთ-საქართველოში. აი, დაახლოებით მაშინ "გაბრწყინება", რომ დაიწყეს. იმ დროს კი,-
ცეცხლი არა დუსტი.
მოკლედ, დაბრუნდა ილია მეორე იერუსალიმიდან. ძველ საპატრიარქოს დაქცეულ შენობაში, ერთი პატარა საყარაულო ოთახი იყო. ისედაც ამ პატარა ოთახში კარი შიგნით იღებოდა. იმ მომენტში როდესაც შორენა მოულიდნელად შემოიჭრა სამი პატრიარქის სტიქაროსანი ვიყავით ოთახში. კარების გაღების შემდეგ მე კარებს უკან აღმოვჩნდი. არ ვჩანდი. შორენამ ამ ორს მიაჩეჩა 25-30 თაბახი, საბეჭდ მანქანაზე დაბეჭდილი ტექსტი - წაიკითხეთ დროზე. შეცდო
მები ხომ არ არის ტექნიკურიო. მალე მოვალო. იმათ ნაწილი მე მომცეს წასაკითხად. ვერ მოასწრებდნენ, ბევრი იყო. ვკითხულობ და რას ვკითხულობ. ე.ი. მთელი "დაკლადია" მისი მოგზაურობისა. ვის შეხვდა, რა უთხრეს და ა შ. როგორ უპოვეს იერუსალიმის პატრიარქს ნარკოტიკები ისრაელის მთავრობამ. იქ ამერიკაში და ისრაელში მოღვაწე, ცნობილ ქართველ ბიზნესმენებს (გვარს არ ვიტყვი. დაკლადში ეწეარა), რომ შეხვდა სულ ზედმიწევნით თითო სიტყვა ვინ რა თქვა. მოკლედ. ამაზრზენი "დანოსი" 4-5 ეგზემპლიარად. სად გასაგზავნად და ჯანდაბაში... ამ ბიზნესმენების თვითოეული სიტყვა. ისინი პატრიარქს ენდვნენ, ილაპარაკეს რაღაც საქართველოსთვის და ამან, აქ "დაკლადი" გაამზადა. მაშინ პირველი დარტყმა ვიგრძენი. უღმერთოების მღვრიე მორევი გადამევლო. თავის ძმაზე, იერუსალიმის პატრიარქზე ვისთანაც ერთად წირა-ეზიარა რეებს წერდა. რაღაც დაუსაბუთებელ და გავრცელებულ ჭორებს ნარკოტიკებზე.. და საერთოდ. ეს არ იყო ვიღაცას, რაღაც დააბარეს "ზაგრანიცაზე". ეს იყო უფრო, სამუშაო მივლინების ზედმიწევნითი ანგარიში. სადღაც 33 წელი გავიდა მას შემდეგ. არა და არ დაადგა არც ერთი ხელისუფლების მხრიდან სრულფასოვანი ლუსტრაციის კანონის მიღებას საშველი.
შორენა მართლაც მალე დაბრუნდა. კითხვა არც გვქონდა დამთავრებული. მე, რომ დამინახა შეცბა და სასწრაფოდ გამომტაცა ხელიდან ფურცლები. იქ მყოფ ყველაზე სანდო და დღესაც ყველაზე სანდო ოღონდ უკვე მღვდელს კი უსაყვედურა - მე თქვენ მოგეცით წასაკითხადოო...
ცხონებული მერაბ კოსტავა კარგად და გამომხატველად შინარსისა, ამბობდა -
сук-и.

წერს ზურაბ აროშვილი

ნანახია: (5574)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას